რა ელოდება Microsoft Teams-ს 2021 წელს?

SMART business-ის გუნდი ვირტუალურად ეწვია Microsoft Ignite-ს ყოველწლიურ ღონისძიებას, სადაც განიხილებოდა Microsoft-ის პროდუქტებისა და სერვისების უკანასკნელი განახლებები და მზადაა გაგიზიაროთ ის სიახლეები, რომლებსაც Teams შემოგთავაზებთ 2021 წელს.

ფუნქციონალით დაინტერესების შემთხვევაში, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია პლატფორმაზე, გთავაზობთ გაეცნოთ მასალას:

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სიახლეებს, რომლებიც Teams -ში მიმდინარე კალენდარულ წელს გაჩნდება:

შეხვედრები

დინამიური ინტერფეისი

დინამიური ეკრანი შეხვედრების ელემენტებს იმგვარად აწესრიგებს, რომ მათი დათვალიერება მაქსიმალურად მოსახერხებელი ხდება. როცა მონაწილე შეხვედრას უერთდება, რთავს ან გამორთავს ვიდეოს, იწყებს საუბარს ან ეკრანის ჩვენებას, Teams ავტომატურად ასწორებს ეკრანს და ახდენს მის პერსონალიზებას. ეს სიახლე სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.

ინტერფეისის გადამრთველი

ზედა პანელზე განლაგებული გადამრთველი საშუალებას იძლევა ვმართოთ ეკრანის გამოსახულება თათბირის მიმდინარეობისას. შეიძლება უპირატესობა მიანიჭოთ თქვენი კოლეგების სტატიკურ გამოსახულებას «Together mode» რეჟიმში. რეჟიმი «Gallery at top» ვიდეო გალერეა მხოლოდ ზემოთა ხედიდან აისახება, ხოლო «Focus» ფარავს ყველა ვიდეონაკადს და ყურადღების მხოლოდ საერთო კონტენტზე კონცენტრირების საშუალებას იძლევა.

ინტერფეისის გადამრთველი სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.

მომხსენებლის რეჟიმი

გამოიყენეთ რეჟიმი «Presenter» თქვენი აუდიტორიისთვის განკუთვნილი კონტენტისა და ვიდეონაკადების სამართავად. უახლოეს თვეებში Microsoft პრეზენტაცის შემდეგ საშუალებებს შემოგთავაზებთ: Standout – თქვენი ვიდეონაკადი სილუეტის სახით აისახება საერთო კონტენტის წინ; Reporter – თქვენი გამოსახულება დიდ ზომაში აისახება ეკრანის მარჯვენა ნაწილში; Side-by-side – ვიდეონაკადი და კონტენტი (მაგალითად, პრეზენტაცია) განლაგდება მართკუთხა არეებში ერთმანეთის გვერდით.

PowerPoint Live Microsoft Teams-ში

ახლა უკვე თქვენ, როგორც მომხსენებელმა, შეგიძლიათ ერთ ფანჯარაში იხილოთ თქვენი შენიშვნები, სლაიდები, ჩატ შეხვედრები და ამასთანავე თვალი ადევნოთ არსებულ მონაწილეთა ვიდეონაკადებს. დამსწრეებს შეუძლიათ საკუთარი გამოცდლების პერსონალიზება კონტენტში საკუთარი სიჩქარით გადაადგილების გზით.

PowerPoint Live Teams-ში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ცოცხალი რეაქციები შეხვედრებისას Microsoft Teams-ში

ახლა უკვე ყველა მონაწილეს შეუძლია „სმაილიკების“ გამოყენება შეხვედრისას საკუთარი რეაქციების გამოსახატად. ეს სამუშაო შეხვედრებს უფრო ინტერაქტიურს და „ცოცხალს“ ხდის.

ვებინარები

მონაწილეთა რეგისტრაცია და დასტურის მიღება ელ.ფოსტით

სულ მალე ვებინარების დაგეგმვა და ჩატარება Teams-ში ისეთივე ადვილი იქნება, როგორც შეხვედრების. თქვენ შეძლებთ მონაწილეთა რეგისტრაციის გვერდის დამატებას, რაც დასწრების მართვის საშუალებას მოგცემთ ვებინარამდე და მის შემდეგ. რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები ავტომატურად მიიღებენ დადასტურების მეილებს.

მონაწილეთა აღრიცხვა

ვებინარის ჩატარების შემდეგ თქვენ გექნებათ იმ საანგარიშო ინფორმაციის დათვალიერების საშუალება, რომელიც დამსწრეთა ვინაობასა და მათი მონაწილეობის ხანგრძლივობას ასახავს. შეგიძლიათ ჩატვირთოთ ანგარიში და გამოიყენოთ მონაცემები პერსონალური ანგარიშგების მიზნით. ფუნქციონალი 2021 წლის შემდეგ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი.

ჩატი და კოლაბორაცია

Microsoft Teams Connect

ფუნქციონალი Teams Connect არხების ნებისმიერი გაზიარების საშუალებას იძლევა, იმ პირებთანაც კი, რომლებიც თქვენი ორგანიზაციის გარეთ იმყოფებიან.

საერთო სამუშაო ზონაში თქვენ შეძლებთ გუნდური მუშაობის ფართო შესაძლებლობების გამოყენებას: ურთიერთობას, ონლაინ შეხვედრას, დიკუმენტების მიმოცვლას ამავდროული რედაქტირებით სამუშაო დროის რეჟიმში. მომხმარებლები მართვის დეტალიზებულ ელემენტებთან წვდომის საშუალებას იძენენ, რაც ორგანიზაციებს გარე მომხმარებელთა მიერ მონაცემებთან და ინფორმაციასთან წვდომის კონტროლის საშუალებას აძლევს.

ამჟამად Teams Connect წინასწარი ხედვის რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

Teams და Dynamics 365 -ის სინერგია

დარჩით ერთიან სამუშაო ნაკადში Microsoft Dynamics 365-ის ისეთ მოდულებზე წვდომით, როგორიცაა Sales, Marketing, Customer Service და Field Service. Dynamics 365-ის სამუშაო სივრცის დატოვების გარეშე ისარგებლეთ Teams-ის ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა ჩატში ურთიერთობა, დოკუმენტაციის გაცვლა, მოწვევა შეხვედრებსა და სემინარებზე.

ეს ფუნქციონალი 2021 წლის აპრილში გაეშვება.

პროგრამული უზრუნველყოფა Approvals განახლებულია შაბლონებითა და დოკუმენტების მიმაგრების შესაძლებლობით

Microsoft Teams -ის Approvals დოკუმენტებისა და საერთო გადაწყვეტილებების შეთანხმების პროცესის მარტივად ორგანიზების საშუალებას იძლევა. აპრილიდან ხელმისაწვდომი იქნება ისეთი შაბლონები, რომელთა გამოყენებაც ძალიან მოსახერხებელი იქნება იმგვარი საბაზო შეთანხმებებისას, როგორიცაა დასვენების დღის ან ანაზღაურებული შვებულების მოთხოვნა.

მოგვიანებით ამ თვეში გექნებათ ფაილების უშუალოდ Microsoft OneDrive და SharePoint Approvals-იდან მიმაგრებისა და ერთობლივი მითითების Microsoft 365-ის ფარგლებს გარეთ განთავსებულ კონტენტზე დამატების საშუალებაც.

იმედია, უკვე გაეცანით Microsoft Teams-ის ახალ ფუნქციებს და ჩართეთ თქვენი გნდური მუშაობის რეჟიმში. SMART business-ის გუნდი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ყოველდღიურად რწმუნდება, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ინსტრუმენტი, და ამიტომაც სიამოვნებით გააღრმავებს თქვენს ცოდნას Teams-ის პლათფორმის გამოყენების მიმართულებით.

Posted in: