Teams-ის სიახლეები: მოლაპარაკებების ოთახი, ხმის რეგულირება და შეტყობინება თათბირების დასრულების შესახებ

გილოცავთ 2021 წლის დადგომას! ამ სტატიით გთავაზობთ ცოტა ხნით დავრუნდეთ წარსულში და შეაფასოთ, თუ რომელი ახალი ფუნქციონალი გაჩნდა Teams-ის გუნდური მუშაობის პლატფორმაზე 2020 წლის დეკემბერში.  

შეხვედრები 

მოლაპარაკების ვირტუალური ოთახები 

ოთახები ორგანიზატორებს თათბირის მცირერიცხვოვან ჯგუფებად დაყოფის საშუალებას აძლევს დისკუსიებისა და ბრეინშტორმინგის გასაიოლებლად. ოთახის შექმნა Teams -ის თათბირის დროსაც შეიძლება და უშუალოდ არხიდანაც. ორგანიზატორებს შეუძლიათ ჩაერთონ ნებისმიერ სათათბირო ოთახში, ერთდროულად ყველა ოთახს გადაუგზავნონ განცხადება ანდა მყისიერად დააბრუნონ ყველა მონაწილე საერთო თათბირზე. ოთახებიდან შესაძლებელია საერთო თათბირისთვის ნებისმიერი ფაილის გაზიარება, რომლებიც შემდგომ საერთო ჩატში ხდება ხელმისაწვდომი. 

ოთახის შექმნის დასაწყებად დააკლიკეთ ასეთ ნიშანს: 

და აირჩიეთ თქვენთვის საჭირო პარამეტრები: 

შეხვედრის დასრულების შეტყობინება

ხომ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სადაცაა ახალი შეხვედრა უნდა დაიწყოს, თუმცა მიმდინარე შეხვედრის შედეგები ჯერ არ შეჯამებულა და შემდგომი ნაბიჯებიც არ დასახულა? SMART business-ში კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ნამდვილად საინტერესო სამუშაო ამოცანების განხილვისას დროის მენეჯმენტის გურუსაც კი შეიძლება შეეშალოს დროის ანგარიში. საბედნიეროდ, Teams-ის ფუნქციონალს უკვე აქვს შეტყობინება შეხვედრის ბოლომდე დარჩენილი 5 წუთის შესახებ. იგი 10 წამით ჩნდება ეკრანზე, შემდეგ ავტომატურად ქრება და არ იწვევს შეხვედრის იძულებით შეწყვეტას. 

ხმის და გამოსახულების რეგულირება შეხვედრის დაწყებისას.

ადრე ხმის წყაროს არჩევისას ან გამოსახულების ხარისხის შესამოწმებლად ოფციებში შესვლა იყო საჭირო. ახლა აუდიო და ვიდეო სიგნალის ხარისხის შემოწმება უშუალოდ თათბირის დაწყებისასაა შესაძლებელი. განა მოსახერხებელი არაა, როდესაც ვარცხნილობის შესწორება ან ფონის გაბაცება კოლეგებთან შეხვედრამდე ერთი წამით ადრეა შესაძლებელი? 

ხელმისაწვდომია ახალი ენები Teams-ის Live Events-ების დროს real-time სუბტიტრებისათვის

ამიერიდან ჩვენი „ცოცხალი“ ღონისძიებების დროს Teams-ში სუბტიტრები შემდეგ ენებზე იქნება ავტომატურად წარმოდგენილი: რუსულად, იაპონურად, კორეულად, ფრანგულად, კანადურ-ფრანგულად, ესპანურად, ესპანურ-მექსიკურად, ტრადიციულ ჩინურად, შვედურად, ჰოლანდიურად, იტალიურად, ჰინდი-ინდურად და პორტუგალიურ-ბრაზილიურად. 

თუ ღონისძიების სპიკერი და მონაწილეები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, შესაძლებელია სუბტიტრების ავტომატური თარგმნის ჩართვა. საყურადღებოა, რომ ამ დროისათვის ეს ოფცია მხოლოდ live event-ის დროსაა ხელმისაწვდომი. შეხვედრებისთვის (meetings) დღეისათვის მხოლოდ ინგლისურენოვანი ტიტრებია ხელმისაწვდომი. 

გაზრდილი ლიმიტები Teams Live Events-ებისთვის 

იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 პანდემიას უკან ჯერაც არ დაუხევია, ბიზნეს-წრეებში დისტანციუ რეჟიმში მუშაობა კვლავ აქტუალურია. Microsoft აცნობიერებს ონლაინ-ღონისძიებებზე დიდი მოთხოვნის არსებობას და ინარჩუნებს Teams-ის live events-ების გაზრდილ ლიმიტებს 2021 წლის 30 ივნისამდე, კერძოდ: 

  • 20 000 მონაწილემდე ღონისძიებების მხარდაჭერა
  • ერთი ტენანტის ფარგლებში 50-მდე ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა 
  • 16 საათზე მეტი ხანგრძლივობის ტრანსლაციები

ამის გარდა, Microsoft-ის მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით 100 000 მონაწილიანი ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი. მეტ ინფორმაციას Microsoft-ის ოფიციალურ რესურსზე იხილავთ.

ამის გარდა, Microsoft-ის მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით 100 000 მონაწილიანი ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი. მეტ ინფორმაციას Microsoft-ის ოფიციალურ რესურსზე იხილავთ. 

დარეკვა 

რამდენიმე ნომრიდან არჩევის შესაძლებლობა

იმ შემთხვევაში, როცა ერთ კონტაქტს რამდენიმე ნომერი აქვს, თქვენ უკვე გაქვთ თქვენთვის სასურველზე დარეკვის შესაძლებლობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ღილაკი მაშინ ხდება ხელმისაწვდომი, როცა ჩატს ახალ დიალოგურ ფანჯარაში ხსნით. 

ჩათი და კოლაბორაცია/h2>

შეტყობინებების ძიების რელევანტურობა გაზრდილია

ახლა უკვე Microsoft Teams-ში შეტყობინებების ძებნისას, ძიების პირბელი სამი შედეგი (Top Results) რელავანტურობის ახალი მოდელის მიხედვით გენერირდება, იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან ერთიერთობთ ყველაზე მეტად, რომელ გინდებთან და არხებთან გაქვთ მაქსიმალური ჩართულობა და თქვენი ქცევის სხმა მახასიათებლები Teams-ში. ადრე შედეგები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იყო დალაგებული.

ფაილებზე წვდომა ოფლაინ-რეჟიმში iOS -ზე

iOS-ის Teams-ის მობილური აპლიკაცია  ფაილებთან წვდომის შესაძლებლობას უკვე ოფლაინ-რეჟიმშიც იძლევა და ცუდი კავშირის დროსაც. თქვენ ირჩევთ სასურვლ ფაილებს, ხოლო Teams ინახავს მობილურ აპლიკაციაში გამოსაყენებელ ჩატვირთულ ვერსიას. აპლიკაციის ფაილების განყოფილებაში ყველა მასალა ხელმისაწვდომი იქნება. 

ვიდეოს სწრაფი ჩატვირთვა Teams-ში 

ვიდეოს სანახავად ახლა უკვე აღარაა საჭირო მისი ბოლომდე ჩატვირთვის ლოდინი! Microsoft Stream-ის გუნდმა ძველი ფლეერი ახალი გაუმჯობესებული ვერსიით შეცვალა, რომლის სახელწოდებაცაა Fast Embed. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები Microsoft 365-ის დანართებში მოთავსებულ ვიდეო ფაილებს უფრო სწრაფად ჩატვირთავენ.  

ვიდეო ფაილების ჩატვირთვის დრო 25%-ით მცირდება, მის სანახავად საჭირო დრო კი – მთელი 90%-ით! 

Teams -ის Yammer  და სწრაფი ძიება შეტყობინებების მიხედვით

2020 წლის დეკემბრიდან ძიების განხორციელება Yammer-ში დიალოგების მიხედვითაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა მარცხენა ვერტიკალურ მენიუში სამი წერტილის დაკლიკება, Yammer-ის დაყენება და Microsoft Teams-ის პლათფორმის შიდა კორპორაციული ქსელის ნაცნობ ინტერფეისში სასიამოვნო მუშაობა. 

SMART business თავადაც სიამოვნებით იყენებს დისტანციური გუნდური მუშაობის პლატფორმას და გირჩევთ ამ შესანიშნავი ინსტრუმენტის გამოყენებას. Teams-ში თქვენ გექნებათ აუდიო- და ვიდეო ზარების განხორციელბის, კონტენტის ერთად შენახვის და დოკუმენტებთან ერთობლივი მუშაობის საშუალება! 

დღესვე გახადეთ თქვენი სამუშაო პროცესები მოხერხებული და ეფექტური! 

Posted in: