როგორ ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი პროექტის მართვის მოდელს
-
UHY Prostor ეხმარება ბიზნესს თავისუფალი რესურსების და გამოუყენებელი აქტივების მოძიების გზით გაზრდასა და განვითარებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი საბუღალტრო მომსახურების აუთსორსს ახორციელებენ. კომპანია საერთაშორისო ქსელი UHY International-ის წარმომადგენელია უკრაინაში და არსებული ბაზრის აქტივობის გათვალისწინებით UHY Prostor-ის ზრდა გარდაუვალია, რაც მხოლოდ დროისა და პროცესების სწორად ორგანიზების საკითხია.
კლიენტი
UHY Prostor
ვებ-გვერდი: uhy-prostor.com
ქვეყანა: უკრაინა
სფერო: ბუღალტრული მომსახურება
შემკვეთის კატეგორია: SMB
კლიენტის პროფილი
კომპანია უზრუნველყოფს აუთსორსინგის ბუღალტრულ მომსახურებას. იგი საერთაშორისო ქსელი UHY International-ის წარმომადგენელია უკრაინაში.
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები
Microsoft Project
პროექტების მართვის სასწავლო კურსი
-
კომპანიის მფლობელის ალექსანდრე კოინოვის თქმით, მასშტაბირების დაწყებამდე საჭირო იყო 2 ასპექტის კორექტირება:
პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო ზუსტად გაგება, თუ რომელი პროექტი იქნებოდა მომგებიანი და რომელი არა. ადრე გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ, რომელ დამკვეთთან გაგრძელებულიყო თანამშრომლობა და რომელთან არა, მიიღებოდა მენეჯერებისა და ბუღალტრების შეფასების საფუძველზე. ახლა კი UHY Prostor-ის მენეჯმენტს რეალური ციფრებით გამოხატული პროექტის თვითღირებულების გაგების სურვილი გაუჩნდა.
კომპანიაში სურდათ გაეგოთ თუ რამდენად დატვირთულები იყვნენ სპეციალისტები. ზოგადი ინფორმაცია მათიი გადატვირთულობის შესახებ არ იყო საკმარისი. UHY Prostor– ს სურდა გაეგო ამის მიზეზები.
კომპანიამ დაიწყო ძიების პროცესი. მთავარი საკითხი არა ინსტრუმენტების გამოყენება (Microsoft Project, Bitrix24 ან მრავლგზის გამოცდილი ძველი Excel), არამედ მეთოდოლოგია გახლდათ, რომელსაც ამ ქაოსთან გამკლავებაში გამოიყენებდნენ. ამიტომ, გლობალური ცვლილებების დაწყებამდე UHY Prostor-ის ლიდერებმა და მენეჯერებმა ცოდნის მუღება გადაწყვიტეს.
SMART business-ის მომსახურებებს შორის არსებობს ცალკე საგანმანათლებლო მიმართულება – სასწავლო პროგრამები, ვებინარები, სერტიფიცირებული ტრენინგები ექსპერტიზის გაფართოებისა და ცოდნის სისტემატიზაციისთვის კონკრეტულ სფეროში, ტექნოლოგიებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტების მართვის კურსი გაიარა UHY Prostor-მა.
ვლად ბერიოზინი, კურსის ტრენერი, ასევე კომპანია UHY Prostor– ის Microsoft Project– ის პროექტის დანერგვის РМ და ანალიტიკოსი SMART business-ის მხრიდან, აღნიშნავს პროექტის მენეჯმენტის გააზრებული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას:
ალექსანდრე ასევე პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ აირჩია UHY Prostor-მა პროექტული ბიზნესის გზა:
2021 წლის ოქტომბრისთვის UHY Prostor– ის გუნდმა მიიღო ინსტრუმენტი – Microsoft Project, ცოდნა პროექტის მენეჯმენტის და პროექტის მართვის პროცესების შესახებ, ასევე მათი განხორციელების ინსტრუქციები.
მიუხედავად ამისა, პროგრამული უზრუნველყოფა და გაწეული ბიზნეს პროცესები მხოლოდ აისბერგის წვერია. სამუშაოს „წყალქვეშა“ ნაწილი თანამშრომლებისთვის ცვლილებების განხორციელების საჭიროები დემონსტრირება და ყველა პროექტის SMART business-ის მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების შესაბამისად სისტემაში შეტანა იყო. ამ დროისთვის კომპანიამ დაიწყო ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის 33 პროექტის განხორციელება. დროთა განმავლობაში, ეს იქნება ექსტრაპოლირებული აუდიტორებისთვის, იურისტებისთვის, და კომპანიის სხვა თანამშრომლებისთვის.
გაშვებული ბიზნეს-პროცესები დაყოფილია 5 კატეგორიად:
- პროექტების დაწყების პროცესები
- კორპორატიული დაგეგმვის პროცესები
- ერთეული პროექტის დაგეგმვი პროცესები
- განხორციელების, კონტროლის და დასრულების პროცესები
- ცვლილებების მართვის პროცესები
რეალურად არსებობს კიდევ „ნულოვანი კატეგორია“. ალექსანდრე ამ სამუშაოს „პროექტის განხორციელების პროექტს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის, ამ ეტაპზე, სამუშაო დროის 30%-ს მოითხოვს. გუნდი არ ეწინააღმდეგება ცვლილებებს, რადგან ესმით, რომ მომავალში შედეგს დროის დაზოგვისა და პროცესების უკეთ გაგების გზით მიიღებენ. შედეგად, შემოსავალი მათ ბიზნეს ერთეულში, იზრდება.
რა იცვლება Microsoft Project-ის დანერგვის შემდეგ?
ცვლილებები სხვადასხვა სახის გავლენას ახდენს ბიზნესის მფლობელზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე და პროექტის მენეჯერებზე.
პროექტის მენეჯერი შეძლებს:
- იხილოს გუნდის თითოეული წევრის კალენდარი, რომელშიც მოცემული იქნება დავალებები 1 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესს არ შეუძლია საკუთარ თავს ასეთი შორსმჭრეტველობის უფლება მისცეს, მაგრამ რაც შეეხება ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის, პროექტები პრო
- თითოეულ მენეჯერს შეეძლება წინასწარ განსაზღვროს პროექტის ღირებულება და დააწესოს ფასი კლიენტისთვის მოსალოდნელი მარჟიანობის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ UHY Prostor-ს აქვს საკმაოდ დემოკრატიული კორპორატიული კულტურა, РМ -მა შესაძლოა უარი თქვას პროექტზე, თუ ის თვლის, რომ პროექტი არ შეესაბამება მის ფინანსურ მიზნებს.
- პროექტის მენეჯერს შეეძლება შეამციროს პირადი და გუნდში არსებული სტრესის დონე დატვირთვის მკაფიოდ დაგეგმვისა და მონიტორინგის საშუალებით. ის ასევე წინასწარ მიხვდება, არის თუ არა საჭირო დამატებითი პერსონალის მოზიდვა საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად და რა ღირებულების მატარებელი იქნება.
მფლობელს და აღმასრულებელ დირექტორს შეეძლება:
- გააფართოვონ ბიზნესი პროექტების სიღრმისეული ცოდნისა და რესურსების ნაკლებობის შესახებ მანამდე ცნობილი ინფორმაციის საშუალებით და რაც მთავარია, რა პერიოდში განიცდის კომპანია რესურსების დეფიციტს.
- აწარმოონ პროექტებისა და პროექტების პორტფოლიოების ძირითადი ინდიკატორების მონიტორინგი რეალურ დროში და დროულად მოახდინონ რეაგირება შესაძლო პრობლემებზე ამ ინფორმაციის РМ-თან პირადად განხილვის საჭიროების გარეშე. სისტემა ყველაფერს ციფრებით განგიმარტავთ.
SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ. -
გაიგეთ მეტი