ყველაზე ნიჭიერ დეველოპერებსა და ინჟინერებსაც კი დროდადრო უწევთ შესვენება,შესაბამისად Microsoft Teams-ის აგვისტოს განახლებების სია ჩვეულებრივზე უფრო ლაკონურია. Microsoft Viva კი, მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს: მედიტაციები, focus-time და პროდუქტიულობის ანალიზი.
Teams Meetings & Webinars
პრეზენტაციის დამატებითი ოფციები შეხვედრებისა და ვებინარებისთვის
გასული თვის განახლებებში უკვე გაგიზიარეთ პრეზენტაციის დროს სპიკერების განთავსების ოფცია. 2021 წლის აგვისტოში ხელმისაწვდომი გახდა კიდევ ორი ახალი რეჟიმი: „Reporter“, რომელშიც სლაიდი მოთავსებულია მომხსენებლის მხართან და „Side-by-side“, რომელშიც პრეზენტაციის სლაიდი და თქვენი გამოსახულება ერთმანეთის გასწვრივ არის განლაგებული.
შეხვედრების მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი პრეზენტაციის რეჟიმი, რომელიც შეესაბამება კონტენტის ტიპს.
შეხვედრების დამატებითი ენები live სუბტიტრებისა და ტრანსკრიფციების გასაკეთებლად Teams-ში
თქვენ უკვე იცით, რომ ინგლისურ ენაზე ჩატარებული შეხვედრებისთვის ხელმისაწვდომია live სუბტიტრების გამოყენებისა და შეხვედრებისას ავტომატური ტრანსკრიფციების გაკეთების შესაძლებლობა. აგვისტოდან ეს ფუნქციონალი უკვე 27 ენაზეა ხელმისაწვდომი: გერმანული, ფრანგული, იაპონური, ჰინდი და აშ.
დაიწყეთ ჩანაწერისა და ტრანსრიფციების გაკეთება ერთდროულად Live რეჟიმში
ახლა შეხვედრის ჩაწერის დაწყებისთანავე teams ავტომატურად იწყებს ხმის ტრანსკრიფციის კეთებას (მომხსნებელის სიტყვების ტექსტური ჩაწერა), რის შემდეგაც შეგიძლიათ მიიღოთ ჩანაწერი და სწრაფად გადაიკითხოთ თუ რა საკითხები განიხილა შეხვედრაზე. ფუნქციონალის გასააქტიურებლად მონიშნეთ Allow Transcription და Allow Cloud Recording. შეხვედრის შემდეგ ჩანაწერი და ტრანსკრიფცია ხელმისაწვდომი იქნება თქვენი შეხვედრების დეტალების „ჩანაწერებისა და ტრანსკრიპტების“ ჩანართში.
როდის იქნება Microsoft Viva გადაწყვეტილება სრულად ხელმისაწვდომი უკრაინაში?
ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვას. Viva Connections, Viva Insights და Viva Learning მოდულები Microsoft 365-ის ფასიანი პაკეტების ფარგლებში, თანდათან ხელმისაწვდომი ხდება უკრაინაში.
რაც შეეხება Viva Topics-ის მოდულს, ის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. მომავალში მისი ანაზღაურება დამოუკიდებლად განხორციელდება – მომხმარებელზე 4$ თვეში.
Teams-ის მომხმარებლებისთვის Viva Insights უკვე ხელმისაწვდომია, Teams-ის უფასო აპლიკაციის ჩამოწერის საშუალებით.
Learning-ის მოდული მოგვიანებით, ამ კალენდარული წლის ბოლომდე Preview რეჟიმში გახდება ხემისაწვდომი. ამ რეჟიმის გასააქტიურებლად დააწკაპუნეთ „…“ ზედა ზოლზე, აირჩიეთ About და მონიშნეთ Public Preview. ამ რეჟიმის გააქტიურებისას თქვენს ავატართან გამოჩნდება სიმბოლო „P”.
რა არის ახალი Viva Insights-ში?
5 წუთიანი მედიტაცია თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად
COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ Teams-ში ყოველკვირეული შეხვედრების დრო გაორმაგდა. შეხვედრების სიმრავლე ზრდის სტრესს და ხელს უშლის კონცენტრაციას. Headspace -ის გამოყენებით მედიტაციის სულ რამდენიმე წუთი საკმარისია სტრესის შესამცირებლად და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად.
Viva Insights в Teams-ში შეგიძლიათ იხილოთ მედიტაციისა და ყურადღების სავარჯიშოები, რომელთა გამოყენების შედეგადაც შეძლებთ განეწყოთ სამუშაო დღისთვის, განიტვირთოთ მნიშვნელოვანი პრეზენტაციის წინ ან მოწყდეთ საქმეს არასამუშაო საათებში. ამჟამად მედიტაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
ყურადღების კონცენტრაციის ახალი რეჟიმი
მიმდინარე წლის ბოლოს Viva Insights-ში ხელმისაწვდომი გახდება ყურადღების კონცენტრაციის რეჟიმი, რომელიც Viva Insights-ის ყოველდღიური სამუშაო დროის დაგეგმვის შესაძლებლობაზეა დაფუძნებული. ეს რეჟიმი მოიცავს Headspace-ის კონცენტრაციისთვის განკუთვნილ მუსიკას და ტაიმერებს, რომლებიც წინასწარ დაგეგმილი რეგულარული ინტერვალების გამოყენებით მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
თქვენი პირადი, ხელშეუხებელი „სიმშვიდის დრო“
მოგვიანებით 2021 წელს Viva Insights-ს ექნება შესაძლებლობა გამოყოს „სიმშვიდის დრო“, რაც გულისხმობს Outlook და Teams მობილური შეტყობინებების ფუნქციის დროებით შეჩებას არასამუშაო საათებში. შესაძლებელია პერსონალიზებული რჩევის მიღება თქვენი სამუშაოდან გამოთიშვის შეფასებიდან გამომდინარე.
„სიმშვიდის დროის“ პარამეტრები ხელმისაწვდომი იქნება Outlook და Teams-ის მობილური ვერსიების მომხმარებლებისთვისაც, აიტი ადმინისტრატორებს კი ექნებათ მართვის საშუალება Microsoft Endpoint Manager-ში, მათი ორგანიზაციის არასამუშაო საათებში შეტყობინებების გათიშვის ზოგადი პოლიტიკის შექმნის მიზნით.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ sales@smart-it.com.