მომხმარებლები სულ უფრო მეტად უღრმავდებიან ციფრულ არხებს. ონლაინ შოპინგი, ვირტუალური კომუნიკაცია და დისტანციური მუშაობა… მარკეტოლოგებს არჩევანის საშუალება აღარ დარჩათ, უნდა დაიპყრონ ციფრული არხები.
მასობრივი კომუნიკაციისა და ინტუიციის საფუძველზე ჩატარებული მასშტაბური კამპანიები ჩანაცვლდება კლიენტებთან წერილოვანი კომუნიკაციით, მოქნილი მარკეტინგითა და ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. ეს ეხება როგორც b2b, ასევე b2c სფეროს.
წარსული VS მომავალი
საბედნიეროდ, ისეთი თანამედროვე პლატფორმებით Dynamics 365 Marketing, მარკეტინგული კომუნიკაციის გაციფრულება სულაც არ არის რთული. პლატფორმის მომხმარებლების რაოდენობა იზრდება, რაც ამტკიცებს, რომ პროდუქტი ნამდვილად აუმჯობესებს მარკეტინგულ კომუნიკაციას.
Dynamics 365 Marketing-ის მომხმარებლების რაოდენობა (Microsoft-ის მონაცემები)
Dynamics 365 Marketing-ის მაგალითზე, მოდით გავეცნოთ როგორ ვითარდება მარკეტინგი, და რა ახალი მიდომებს თავაზობთ Microsoft თავის კლიენტებს პერსონალიზაციასა ანალიტიკაზე
პერსონალიზაცია ან „გაიგე ვინ არის შენი მომხმარებელი“
Dynamics 365 Marketing-ის ელ. ფოსტის რედაქტორს დინამიური კონტენტის დამატების ახალი შესაძლებლობა ექნება. შეგიძლიათ მოამზადოთ ერთი წერილის შაბლონი, თუმცა 100 ადამიანიდან 100-ვე განსხვავებულ ტექსტს მიიღებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ვიზუალიზაციას, სწორედ ასეთი დინამიური კონტენტით: კლიენტის სახელი, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის სტატუსი, მიწოდების ტიპი, მიწოდების მისამართი.
ეს მონაცემები ღრუბლოვანი მონაცემების საცავიდან გამოიყენება. Microsoft Dataverse – მონაცემთა განთავსების კონტეინერი გახლავთ, რომელთანაც მუშაობს მთლიანად Dynamics 365.
დინამიური კონტენტი წერილში
Customer Insights მოდული განკუთვნილია რეალურ დროში კლიენტის შესახებ ყველა მონაცემის შესაგროვებლად: განხორციელებული ტრანზაცქიები, ქცევა და დემოგრაფიული მონაცემები.
ხელმოვნური ინტელექტის გამოყენებით, Customer Insights დამოუკიდებლად ქმნის სეგმენტებს მომავალი მარკეტინგული კამპანიებისთვის. მაგალითად ის კლიენტები, რომლებიც მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებიან. ავტომატურ რეჟიმში შეიძლება ვერ შევამჩნიოთ სიგნალები კლიენტის დაკარგვის საშიშროების შესახებ, ან დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებას ვერ გავართვათ სათანადოდ თავი.
მაღალი რისკის შემცველი კლიენტების სეგმენტი
თუ ადრე Dynamics 365 Marketing-ში მხოლოდ კონტაქტებთან მუშაობა იყო შესაძლებელი, ახლა კომუნიკაცია ლიდებთანაც თავისუფლად შეგიძლიათ.
სისტემების წინა ვერსიებში ხემისაწვდომი იყო შემდეგი ფუნქციები: ელექტრონულ ფოსტაზე დაგზავნა, Customer Voice-ის კითხვარები, მარკეტინგული გვერდები (იგივე landing pages). ასევე უწყვეტი ინტეგრაცია LinkedIn-თან. დამატებითი არხებისა და კომუნიკაციის საშუალებების დამატება დამოუკიდებლად იყო საჭირო (Microsoft-ის ისეთი პარტნიორები, რომელთა რიცხვშიც შედის SMART business ქმნიან ე.წ. add-ons: განსაკუთრებულად დიდი პოპულარობით სარგებლობს ავტომატური დაგზავნის ფუნქცია Viber, sms და push-შეტყობინების საშუალებით მობილურ ტელეფონზე).
ახლა Dynamics 365 Marketing-ში sms-ით კომუნიკაციის საშუალება შაბლონურადაა შესაძლებელი.
sms-შეტყობინებების დაგზავნა Dynamics 365 Marketing-ის საშუალებით
ამასთანავე თქვენს customer journey-ში ახლა შესაძლებელია push-შეტყობინების გამოყენება Android ან IOS-ზე.
push-შეტყობინებების დაგზავნა Dynamics 365 Marketing-ის საშუალებით
რა შეიძლება იყოს იმაზე მოხერხებული მარკეტოლოგისთვის, ვიდრე კონტენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება? შეტყობინების წერისას სისტემა თავად გთავაზობთ თემატურ ვიზუალებს. მაგალითად, ვიყენებთ სიტყვას „უნივერსიტეტი“ და „სტუდენტი“, ბიბლიოთეკიდან კი თემატური ფოტოები ირჩევა. ამასთანავე შესაძლებელია ძიები თქვენი საავტორო კონტენტის მიხედვითაც.
თემატური ფოტო ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციით
Email-რედაქტორი სულ უფრო სრულყოფილი ხდება! პლატფორმა აფასებს თქვენს წერილს და Microsoft-ის big data საფუძველზე გაძლევთ რიგ რეკომენდაციებს: მაგალითად როგორ არ მოხვდეთ სპამ ფილტრში და გაზარდოთ წერილის წაკითხვის რაოდენობა. აგრეთვე იხილავთ რჩევებს, თუ როგორ უზრუნველყოთ შესაძლებლობა შშმკ პირებისთვის გაეცნონ წერილის შინაარსს.
Unsolicited advice can also be helpful
ანალიტიკა, როგორც შედეგების შეცვლის ერთადერთი საშუალება
ანალიტიკა და რეპრტინგი ყოველთვის წარმოადგენდა CRM-სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს სწორედ ის არის, რომლის დახმარებითაც მარკეტინგ მენეჯერები კამპანიისა და თანამშრომლების ეფექტურობას აფასებენ.
ახლა სისტემაში გაჩნდა real-time ანალიტიკა თითოეული არხისთვის ახალი ფილტრებით. გამზადებული ვარიაცები ეფექტურობის შესაფასებლად უკვე რეალიზებულია Dynamics Marketing-ში.
მარკეტინგული კამპანიების ანალიტიკა
თქვენ ხედავთ თუ რა რაოდენობის მონაწილეები მოიცვა კამპანიამ, რომელი მათგანი მუშაობს კარგად და რომელი ცუდად, რა სირთულეები იჩენს თავს მარკეტინგული კომუნიკაციისას, მიიღწევა თუ არა დასახული მიზანი სასურველ რიცხვებში. საშუალება გეძლევათ იხილოთ სად არის სუსტი წერტილი თქვენ მარკეტინგულ კამპანიაში- ეს ის შეტყობინებებია, რომელზეც კლიენტები წყვეტენ თანამშრომლობას.
KPI რეალური დროში
ვიმედოვნებთ შევძელით თქვენი დარწმუნება, რომ დადგა დრო მარკეტინგული კამპანიების პერსონალიზაციასა და ანალიტიკას მიმართოთ. თუ დაინტერესდით, მაგრამ არ იცით როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯი, კომპანია SMART business-ის სპეციალისტები სიხარულით დაგეხმარებიან! დაგვიკავშირდით sales@smart-it.com