Microsoft Viva Connections — ეს არის ორგანიზაციის კორპორატიული პორტალის ერთი წერტილი, რომელიც იყენებს Microsoft 365-ის შესაძლებლობებს. ამჟამად ის ხელმისაწვდომია Microsoft Teams-ის ბაზაზე, თუმცა სულ მალე მობილური აპლიკაციით სარგებლობასაც შეძლებთ.
Viva Connections პლატფორმა საშუალებას გაძლევთ:
- შეაგროვოთ ახალი ამბები და საუბრები SharePoint Online და Yammer-დან.
- განახორციელოთ მონიტორინგის პანელის კონფიგურაცია Power Apps, SPFx და სხვა გადაწყვეტილებების დამხარებით.
- ატვირთოთ ფაილები და ვიდეო-მასალა Microsoft OneDrive და Microsoft Stream-დან.
- გამოიყენოთ ინფორმაცია კალენდრებისა და ამინდის პროგნოზის სერვისებიდან.
- აჩვენოთ დოკუმენტები SharePoint Online-ის ბიბლიოთეკებიდან და სიებიდან.
ამ გზით თქვენ იღებთ Microsoft 365-ის კომპონენტების ნაკრებს, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა SharePoint Online-ის პორტალების შესაძლებლობებზე, ყველა უპირატესობით. სიახლეების გაცნობა, ვიდეოები, უახლესი საიტები და დოკუმენტები, ცოდნის ბაზის გვერდებზე გადასვლის შესაძლებლობა მრავალი სხვა. ამასთანავე, SharePoint Online საიტის კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენი ორგანიზაციის პორტალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით.
თანამშრომლების კომუნიკაცია
სიახლეების დამატებაში საკუთარი წვლილის შეტანა ყველას შეუძლია. სასურველი კონტენტი შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ისეთი აპლიკაციებიდან, როგორებიცაა Yammer, SharePoint და Stream, პირდაპირ თანამშრომლის პერსონაიზებული სიახლეების არხზე. ასევე გაქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლენტის ზემოთ განათავსოთ: ის შეიძლება გაქრეს ჩვენების შემდეგ ან დარჩეს უცვლელად. სოციალური მედიის მსგავსად გეძლევათ აუდიტორიის მიზნობრივად შერჩევის ფუნქციის გამოყენების საშუალება, ინფორმაციის კომპანიის კონკრეტული ჯგუფებისთვის გასაზიარებლად.
ბრენდირებული მონიტორინგის პანელი
Viva Connections-ის დეშბორდი — ეს არის კომპანიის მთავარი გვერდი თანამშრომლებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ იპოვნოთ საჭირო რესურსები და შეასრულოთ დავალებები. თითოეული დეშბორდი მორგებული და ბრენდირებულია კომპანიის სტილის შესაბამისად.
Microsoft Viva Connections ინსტალაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას.