ინფორმაციის მოძიებისა და ექპერტებთან ურთიერთობის საშუალება

ყოველდღიურად იზრდება ჩვენი ინფორმაციის რაოდენობა, მასთან ერთად იზრდება ცოდნის მიღების სირთულეც. დღეს თანამშრომლები საშუალოდ დღეში ერთ საათზე მეტს ხარჯავენ იმ ინფორმაციის მოძიებასა თუ გაერთიანებაზე, რომელიც მათ კომპანიაში უკვე არსებობს, რაც 5 წლის წინ ამავე საკითხზე დახარჯლ დროს სამჯერ აღემატება. ონბორდინგი, უნარ-ჩვევების განვითარება და ცოდნის გაზიარება უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ხელმძღვანელებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ინფორმაციულ სფეროში მოღვაწეობს.
Viva Topics Microsoft 365-ის იმ აპლიკაციის ბაზასა და კონტენტზე მუშაობს, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად იყენებთ. Viva Topics თქვენი კომპანიის მონაცემების ანალიზისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ის ავტომატურად აორგანიზებს კონტენტსა და ცოდნას თქვენს სისტემასა და გუნდებში დაკავშირებულ ისეთ თემებთან, როგორებიცაა პროექტები, პროდუქტები, პროცესები და კლიენტები.

თემატური ცენტრი

როცა Microsoft Viva თემებს პოულობს, ისინი წინადადებების სახით ჩნდება თემატურ ცენტრში. მომავალში თემატური ცენტრი წვდომას Microsoft Teams ან SharePoint-დან მიიღებს. თემატური ცენტრის გამოყენება Microsoft Graph-ის დახმარებით იმ პერსონალიზირებული თემების მიხედვით რეკომენდირებული კონტენტის მოსაძებნად შეგიძლიათ, რომლებსაც თვალყურს ადევნებთ ან თავად მართავთ. ამავდროულად გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ კავშირი საერთო თემებთან.

შემოთავაზებული კონტენტი და თემები რეგულირდება კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და Microsoft Graph-ის საშუალებით. მომხმარებლებს შეუძლიათ იხილონ მხოლოდ ის კონტენტი, რომელზეც მათ უკვე აქვთ წვდომა. რელევანტურობა და სავარაუდო პირები ემყარება Graph-ის ღია სიგნალებს ანუ ისეთ მოქმედებებზე, როგორებიცაა დოკუმენტის შექმნა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება აკონტროლონ, თუ რომელ თემებთან არიან დაკავშირებული. პასიური ქმედებები, როგორიცაა დოკუმენტის კითხვა არ შედის ამ გამოთვლებში.

თემატური გვერდები

თემატური გვერდები უზრუნველყოფენ ინფორმაციის ამომწურავ მიმოხილვას, მათ შორის:

  • ალტერნატიული სახელების;
  • განმარტებებს;
  • რეკომენდაციებსა და რჩევებს ადამიანებზე;
  • რეკომენდაციებსა და რჩევებს კონტენტზე;
  • დაკავშირებულ ვებ-გვერდებსა და გუნდებს;
  • დაკავშირებული თემების რუქას;
  • ვებ-ნაწილების დამატებითი ინტეგრაციას, როგორიცააYammer. 

დროთა განმავლობაში გამოცდილება და ხელოვნური ინტელექტი საერთო ცოდნის ხარისხის გასაუმჯობესებლად გაერთიანდება.

თემატური ბარათები

Microsoft 365 აპლიკაციებთან მუშაობისას თქვენ იხილავთ მონიშნულ თემებს, რომლებიც ვებ გვერდებზე, შეტყობინებებსა და კონტენტში აისახება. მათი საშუალებით გაიხსნება თემატური ბარათები, რომლებიც გაგიზიარებთ ცოდნას კონტექსტის მიხედვით, ძიების აუცილებლობის ან აპლიკაციის ცვლილების გარეშე. ბარათები თემის ალტერნატიული სახელებით, განმარტებით, ექსპერტებით და რეკომენდირებული რესურსებით შეაჯამებს.

თუ ოდესმე ახალ სამსახურში ან ახალ პროექტზე მუშაობისას შეხვედრიხართ უცნობ აბრევიატურებს ან ტერმინებს, თემატური ბარათები ცოდნის სწრაფად გაზიარებაში დაგეხმარებათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისინი შეძლებენ დაგაკავშირონ თემატურ გვერდებთან.

შეკითხვები და პასუხები

ძალიან მალე თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გამოიყენოთ Viva Topics, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად. თუ Viva-ს ეცოდინება პასუხი, მას შეფერხების გარეშე მიიღებთ, ხოლო თუ Viva-ს არ ექნება შესაბამისი პასუხი, ის მისთვის ცნობილ, შესაბამის ექსპერტებს დაუკავშირდება შეკითხვით. დროთა განმავლობაში მიღებული პასუხები გაერთიანდება საერთო ცოდნის ბაზაში, რაც ყველასათვის მოსახერხებელი იქნება.

Viva Topics კომერციულად გაცნობა და შეძენა 4 თებერვლიდან შეგიძლიათ. აპლიკაცია Topics, Teams-ში 2021 წლის მეორე ნახევარში გახდება ხელმისაწვდომი.

Posted in: