სწრაფი შეხვედრები, მათი შეჯამება და პირდაპირი თარგმნის შესაძლებლობა ჩათებში – Teams განაგრძნობს ჩვენს გაკვირვებას ახალი ფუნქციონალით

გაზაფხულის დადგომასთან ერთად Microsoft Teams ახალ ფუნქციონალს გვთავაზობს! 

სიახლეების უმრავლესობა, რომლებიც Microsoft Ignite-ის ღონისძიებაზე დაანონსდა, უკვე ამოქმედებულია. შეხვედრების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ PowerPoint Live და Live Reactions. ვებინარებისა და მასშტაბური შეხვედრებისას შესაძლებელი გახდა 20 000 ადამიანის ჩართვა „დასწრების“ რეჟიმში, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დასწრების ანგარიშების ჩამოტვირთვის საშუალებაც გექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ინტენტეთან წვდომა, ფაილები შეგიძლიათ იხილოთ ოფლაინ რეჟიმში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ Teams-ში განახლებული დოკუმენეტები ავტომატურად იცვლება. 

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სიახლეების სრულის სია, ამიტომაც გთავაზობთ მათ დეტალურ აღწერას, რათა თქვენი გუნდური მუშაობის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და სასიამოვნო გახდეს.

Meetings and webinars 

შეხვედრების შეჯამება

რეზიუმე საშუალებას აძლევს გუნდის წევრებს არ ჩამორჩნენ სამუშაო მოვლენებს. ის მოიცავს შეხვედრის ჩანაწერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტრანსკრიფციას (ინგლისურენოვანი შეხვედრებისთვის), ჩატს, ფაილს შეხვედრაზე დასწრების შესახებ და სხვა მიმაგრებულ ფაილებს. მონაწილეებს შეჯამების მიღება „ჩათის“ და „დეტალების“ ველებიდან შეუძლიათ. შესაბამისად, თითოეულ მონაწილეს, რომელმაც დააგვიანა ან გამოტოვა შეხვედრა, ეძლევა საშუალება არ ჩამორჩეს აქტუალურ მოვლენებს.

სწრაფი შეხვედრა Outlook-ში

Teams-ის სწრაფი შეხვედრის დაწყება პირდაპირ Outlook-ის კალენდრიდან, Meet Now-ზე დაკლიკებით შეგიძლიათ. ფუნქციონალი ამჟამად მხოლოდ Windows-ისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი IT-ადმინისტრატორების მიერ მისი გააქტიურების შემდეგ. 

დააკოპირეთ Meet Now ბმული პირდაპირ კალენდრიდან 

ამ დროისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ დააკოპირონ სწრაფი შეხვედრის ბმული თავიანთი კალენდრიდან და გაუზიარონ კოლეგებს შეხვედრის დაწყების გარეშე. თუ თქვენ უკვე შეთანხმდით შეხვედრის დროზე ელ. ფოსტაში, ჩათში ან Teams-ის არხზე, შეგიძლიათ გააზიაროთ ბმული იმავე საუბრიდან. 

დამალეთ შეხვედრის მონაწილის ტელეფონის ნომერი

თუ თქვენს კომპანიაში Teams-ის შეხვედრებისთვის ხელმისაწვდომია აუდიოკონფერენციის ფუნქციონალი, ადმინისტრატორებს შეუძლიათ განახორციელონ მონაწილეების ტელეფონის ნომრების კონფიგურაცია, რომელიც შეხვედრის მონაწილეების სიაში აისახება. ვარიანტები მოიცავს: გარე მომხმარებლებისთვის, ყველა მომხმარებლისთვის შენიღბვის ფუნქციას, ან პირიქით ყველასთვის ხილვადობას. ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია Microsoft PowerShell-ის საშუალებით. 

როგორ გამოვტოვოთ ლოდინი მოსაცდელში

Teams-შეხვედრების პოლიტიკას აქვს პარამეტრები, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებლების გარკვეულ ჯგუფებს გამოტოვონ ლოდინის მონაკვეთი მოსაცდელში და პირდაპირ შეუერთდნენ შეხვედრას. განახლებები მოიცავს ორ დამატებით შესაძლებლობას: ადამიანები ჩემს ორგანიზაციაში (სტუმრების გარდა) და ადამიანები ჩემს ორგანიზაციაში, ორგანიზაციის მიერ ნდობით აღჭურვილი პირები და სტუმრები. ეს უზრუნველყოფს Teams-ის მომხმარებლების უსაფრთხოებას და მაქსიმალურ კომფორტს. 

შეხვედრების მართვის პანელი Mac-ზე

MacBook-ის მომხმარებლებს ექნებათ მართვის შესაძლებლობა სენსორული ელემენტებით, რომელიც მოგცემთ საშუალებას: გახსნათ პანელი შეხვედრის მონაწილეების ხედვის ფუნქციით, გახსნათ შეხვედრის ჩათი, აწიოთ ხელი, ჩართოთ ვიდეო, ჩართოთ ან გამორთოთ უხმო რეჟიმი, გააზიაროთ ეკრანი ან დატოვოთ შეხვედრა. ეს ყოველივე ერთი მართვის პანელიდან იქნება ხელმისაწვდომი!

შეხვედრების ახალი ინტერფეისი Android-ზე

შეხვედრების ახალი ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ იხილოთ სპიკერები, მონაწილეთა სია და შეხვედრის კონტენტი. მობილურ მოწყობილობაზე შესაძლებელია 20-მდე მონაწილის დანახვა, პლანშენეტებზე კი 30-მდე. ამასთანავე, მონაწილეს შეუძლია ერთდროულად თვალყური ადვენოს გაზიარებულ კონტენტსა და მომხსენებელს. ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ზე. 

მონაწილეების გადანაწილება შეხვედრების ოთახებში

საერთო შეხვედრების მიმდინარეობისას შესაძლებელია მონაწილეების სხვადასხვა ოთახებში გადანაწილება. ახლა მოდერატორს მონაწილის ერთი ოთახიდან მეორეში გადაყვანა შეხვედრის დროსაც კი შეუძლია! ადრე ეს მხოლოდ დაკეტილი ოთახების პირობებში იყო შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია საკმაოდ ეფექტურია დისკუსიების სამართავად.

მოსაცდელში ლოდინი შეხვედრაზე პირდაპირი მოწვევის გარეშე

მარტიდან Teams-ში ხელმისაწვდომი გახდა პარამეტრი, რომლის მეშვებოთაც შეხვედრის მონაწილე, რომელიც არ ყოფილა მოწვეული შეხვედრაზე, ჩართვისთანავე ხვდება მოსაცდელ სივრცეში. მაგალითად, თუ შეხვედრის ორგანიზატორმა ერთ-ერთ კოლეგას გაუზავნა მოწვევა, მან კი სხვას გადაუგზავნა, ამ შემთხვევაში ადრესატს მოსაცდელში მოუწევს ლოდინი იმ მომენტამდე, სანამ შეხვედრის ორგანიზატორი არ დაადასტურებს მოწვევას. ეს ფუნქიონალი შემუშავებულია უსაფრთხოების პარამეტრების სრულყოფილი რეგულირებისათვის.

ხმის მიცემა Teams-ის შეხვედრებზე

მონაწილეებსა და მოწვეული პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში მობილური ტელეფონებიდან. გარდა ამისა, Microsoft გთავაზობთ ინსტრუმენტებს შეხვედრების შემდგომი სწრაფი გამოკითხვების მომზადებისა და ანგარიშების ანალიტიკისთვის. გაიგეთ მეტი

Calling 

ხმოვანი არხები

ინფორმაცია ამ ფუნქციონალის შესახებ საინტერესო იქნება კომპანიისთვის, რომელსაც აქვს ცხელი ხაზი. კოლეგებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია ან მიიღონ ზარები თანმიმდევრობის მიხედვით Teams-ის ერთი არხის გამოყენებით. IT-ადმინისტრატორებს ეძლევათ შესაძლებლობა სწრაფად გადართონ ზარები კონკრეტულ არხებზე, ხოლო არხების მფლობელებს პარამეტრების დამოუკიდებელად მართვაც შეეძლებათ. გაიგეთ მეტი

ახალი კავშირის ხარისხი ინტერნეტის არ არსებობის შემთხვევაში

ინტენეტთან დაკავშირებული ხარვეზებისას, მნიშვნელოვანი დიალოგის შენარჩუნების მიზნით, Branch Appliance (SBA)-ში Survivable გამოიყენება. ის წარმოადგენს სპეციალურ სერვისულ კომპონენტს, რომელიც კომპანია Microsoft-ის მიერ სატელეფონო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. თქვენ, როგორც Teams Calling-ის მომხმარებელი, ვერც კი შეამჩნევთ როდის გააქტიურდება SBA. ერთადერთი, რასაც შეამჩნევთ, იქნება კავშირის შეუდარებლად მაღალი ხარისხი. დამატებითი ტექნიკური დეტალები იხილეთ აქ

Chat and Collaboration 

ჩათის თარგმნის შესაძლებლობა Android-ზე 

ტექსტის თანდართული თარგმანი ჩათებსა და Teams-ის არხებზე თითოეული თანამშრომლის ხმის აღქმის საშუალებას იძლევა, ხოლო პერსონალს შეუძლია თავისუფლად იურთიერთოს სხვადასხვა ენაზე ერთი პლატფორმის ფარგლებში. 

დამატებითი პარამეტრები ანგარიშებისა და კომპანიების მულტიპლიკაციებისთვის

Teams-ის დესკტოპ-კლიენტზე სამუშაო ან სასწავლო ანგარიშთან ერთად შეგიძლიათ დაამატოთ პერსონალური ანგარიშიც, ასევე პარამეტრების გამოყენებით გეძლევათ საშუალება შეცვალოთ პროფილის გამოსახულება ინდივიდუალურად თითოეულ ანგარიშზე.

Viva Connections Teams desktop-ის პლატფორმაზე

მოდული Viva Connections თანამშრომლების კომუნიკაციის, სიახლეების გაზიარების, თემატური გაერთიანებების და კორპორატიულ ცხოვრებაში ჩართვის მრავალ გზას გთავაზობთ. Teams-ის დესკტოპ ვერსიაზე დაყენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით Microsoft-ის ინსტრუქციას. 

თქვენი სამუშაოსა და პირადი დროის ბალანსი Viva Insights-თან ერთად

აპლიკაცია Viva Insights საშუალებას მისცემს რიგით თანამშრომლებს და მენეჯრებს სამუშაო დროის უკეთესად ორგანიზებისათვის საჭირო რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ. მისი პოვნა Teams-ში (…) სიმბოლოზე დაკლიკებითაა შესაძლებელი. ინსტრუმენტი გაჩვენებთ თუ რამდენი დრო დახარჯეთ კვირის განმავლობაში კონცენტრირებულად მუშაობაში და დროის რა ნაწილი დაუთმეთ შეხვედრებსა და თათბირებს. Viva Insights გთავაზობთ თქვენ კალენდარში დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოყოფილი დროის დაზოგვის საშუალებებს.

Workplace Analytics მომხმარებლებს, კონკრეტულად კომპანიის მენეჯერებსა და ხელმძღვანელებს, დაეხმარება განსაზღვროს, თუ რომელი სამუშაო სქემები უნდა შეიცვალოს თანამშრომლების კეთილდღეობისა და ბიზნესის შედეგების გასაუმჯობესებლად. პირადი ინფორმაცია, რომელიც მენეჯერებს განსახილველად ეძლევათ, მოგვიანებით უქმდება. გაიგეთ მეტი

ფაილების გაცვლის ახალი გამოცდილება

Microsoft-მა Teams-ში ფაილების გაცვლის პროცესი გაამარტივა. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ ერთი ბმული ნებისმიერი ფაილისთვის, რომლისთვისაც პირდაპირ დააყენებთ შესაბამის ნებართვებს. გარდა ამისა, ნებართვების კონფიგურაცია იმ ფაილებზეც შეგიძლიათ, რომლებიც SharePoint ან OneDrive-ზე ინახება, პერსონალური ჩათის ან არხზე საუბრის დაწყების დროს. 

აცნობეთ ყველას თქვენი არყოფნის შესახებ

აცნობეთ კოლეგებს Teams-ში იმის შესახებ, რომ მიუწვდომელი ხართ Out of Office-ის შეტყობინების გაგზავნის გზით. ეს საშუალებას მისცემს თქვენს კოლეგებს უკეთ დაგეგმონ ერთობლივი მუშაობის დრო. ამ დროის განმავლობაში თქვენი სტატუსი შეიცვლება Out of Office, შეტყობინება კი ავტომატურ რეჟიმში გამოჩნდება ყველასთან, ვინც შეეცდება თქვენთან ჩათის საშუალებით დაკავშირებას. Outlook-ის კალენდარში პასუხები განახლდება ანალოგიურად. 

ვიმედოვნებთ, რომ სიამოვნებით ადევნებთ თვალყურს Teams-ის პლატფორმის ზრდასა და განვითარებას. თუ ეს ინსტრუმენტი კომპანიაში უკვე გაქვთ, თუმცა Microsoft Teams-ის შესაძლებლობებს 100%-ით ვერ იყენებთ, დაუკავშირდით SMART business-ის გუნდს – sales@smart-it.com – ჩვენ გაგიზიარებთ ცოდნას თანამშრომლების პროგრამული ადაპტაციის შესახებ ახალ ციფრულ სივრცეში სამუშაოდ!

Posted in: