ჰაბი Viva learning თანამშრომელთა სწავლებისთვის

LinkedIn Learning Report-ის თანახმად ექსპერტების 57% სწავლების პროცესში დიდ მნიშვნელობას სწორედ ონალინ სწავლებას ანიჭებენ. ამასთანავე მოსალოდნელია იმ ბიუჯეტის შემცირება, რომელსაც კომპანია ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით განხორციელებულ სწავლებაში ხარჯავს, ონლაინ სწავლებაზე დახარჯული ფულადი რესურსები კი საგრძნობლად გაიზრდება.  


ამიტომაც შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ ონლაინ განათლება 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოზრდილთა სწავლების თეორიაზე, რომლის თანახმადაც უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ზრდასრულთა სწავლების აუცილებლობა. სინამდვილეში, ახალი მასალის ათვისება თანამედროვე ადამიანს მხოლოდ არასამუშაო დროს შეუძლია. ეს ცოდნა კი ხშირად არასრულია. LinkedIn-ის გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი სამუშაო კვირის მხოლოდ 1%-ს უთმობენ სწავლას, ამასთანავე 94%-ის თქმით, ისინი დარჩებოდნენ კომპანიაში, რომელიც მათ განვითარებაში ჩადებდა ინვესტიციას.
Microsoft-ს კარგად ესმის სწავლის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და გვთავაზობს გადაწყვეტილებას Viva Learning, რომელიც გარდაქმნის თანამშრომელთა განვითარების პროცესს და მარტივად ახდენს მათ ინტეგრირებას სამუშაო პროცესში.

Viva Learning — ეს არის Microsoft Teams-ის ცენტრალური სასწავლო ჰაბი, სადაც ხელოვნური ინტელექტი საჭირო დროს საჭირო კონტენტს გთავაზობთ, რაც სწავლების პროცესს სამუშაო დღის განუყოფელ ნაწილად აქცევს. ის აერთიანებს LinkedIn Learning, Microsoft Learn და აგრეთვე ორგანიზაციის პირად კონტენტს, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გააზიარონ, დანიშნონ და გაიარონ სხვადასხვა ტრეინინგები.

ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცოდნის ბიბლიოთეკებთან ინტეგრაციაზე, როგორებიცაა Skillsoft, Coursera, Pluralsight და edX, მაგრამ მოგვიანებით 2021 წელს Microsoft გეგმავს API საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს, იმისათვის რომ Microsoft-ის კლიენტებისა და პარტნიორების უმრავლესობას ჰქონდეს Viva Learning -თან ინტეგრირების შესაძლებლობა.

Viva Learning Microsoft Teams-ის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ის ერთობლივი სწავლების გამოყენების და ორგანიზების საშუალებას იძლევა ჩატებსა და არხებში, რომლებსაც ჯგუფები ყოველდღიურად იყენებენ. შესაძლებელია სწავლების მარტივად ძებნა და გაზიარება ჩატების მეშვებით, ისევე როგორც სხვა ტიპის კონტენტის გაზიარება. ჯერ-ჯერობით Viva Learning მხოლოდ ინგლისურენოვანი ბაზრისთვისაა ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ თუ თქვენ უკვე გრძნობთ თანამშრომლების ტესტირებისა და სწავლების გადაუდებელ აუცილებლობას, გთავაზობთ გაამახვილოთ ყურადღება SMART HCM & LMS-ზე.

გადაწყვეტილება ადამიანური რესურსის ეფექტური მართვისთვისაა შექმნილი, და შემდეგ შესაძლებლობებს იძლევა:  

  • სასწავლო მასალებსა და ტესტებზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან 24/7-ზე; 
  • თანამშრომლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმების, პროგრესის აღრიცხვისდა და სწავლების ვადების შექმნა; 
  • ვიდეო, აუდიო, PDF, SCORM, youtube ფორმატში არსებულ მასალებთან მუშაობა; 
  • ტექსტების მრავალენოვანი და მოქნილი შიდა კონსტრუქტორი; 
  • სრული ინფორმაციის შენახვა მონაწილეთა აქტივობასა და ფიქსირებულის დროის, ხანგრძლივობის, სწვალების შედეგებისა და ტესტირების შესახებ. 
  • სასწავლო მასალებზე წვდომა და ტესტირების გავლა ჩატ ბოტის საშუალებით.  

SMART HCM & LMS-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

Posted in: