თანამშრომლების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა დიდ გავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე. თანამშრომლების კეთილდღეობა მათ პროდუქტიულობასა და ჩართულობაზე დიდ გავლენას ახდენს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლებზე ზრუნვას 25 პროცენტით უფრო მომგებიანები არიან, ვიდრე მათი კოლეგები.
აგრეთვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემთხვევებზე, როდესაც ზღვარი სამსახურსა და ცხოვრებას შორის იშლება. 2020 წლის დეკემბერში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 76 პროცენტი თანამშრომლებისა განიცდიან გადაღლილობასა და გამოფიტვას. 2020 წლის სხვა კვლევაში კი თანამშრომლების 70-მა პროცენტმა სტრესის უფრო მაღალი მაჩვენები გამოავლინა, ნახევარზე მეტს კი აღენიშნებოდა მაღალი შფოთვა. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც ნაკლებ ჩართულობას განიცდიან კომპანიას 48%-ით უფრო ადრე დატოვებენ.
რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მონაცემების თანახმად?
ისეთი კომფორტული open space შექმნა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება და სოციალური პაკეტი დამსაქმებლისთვის საკმარისი არაა. აუცილებელია თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა.
Viva Insights-ის გადაწყვეტა ამ ამოცანის შესრულებისთვისაა განკუთვნილი. ინფორმაცია ვიდეოში წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
Microsoft Workspace Analytics და Microsoft My Analytics-ის ბაზაზე შექმნილი, Viva Insights დაეხმარება როგორც რიგით თანამშრომელს, ასევე მენეჯერების გუნდს იპოვნონ ბალანსი life და private life შორის. ამასთანავე ეს საუკეთესო ინსტრუმენტია გუნდის განწყობის შესაფასებლად.
პერსონალური ინსაიტები
Viva Insights ელექტრონული შეტყობინებების, შეხვედრების, ზარების და მიმოწერების შემოსულ ნაკადს ერთ ადგილას აგროვებს, რაც თანამშრომლეს მოთხოვნების მონიტორინგსა და შეხვედრების პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაში ეხმარება. აპლიკაცია აერთიანებს სამუშაოს მოცულობას „ხვალისთვის“ და გათავაზობთ focus time კონცენტრირებული სამუშაოს შესრულებისთვის.
საინტერესო ფუნქცია: განწყობის მონიშვნის შესაძლებლობა, თვის ბოლოს „კარგი“ და „ცუდი“ დღეების საერთო სურათის აღსაქმელად.
ინფორმაცია, რომელსაც Viva Insights წარმოადგენს, კონფიდენციალური ხასიათისაა და მიიღება Microsoft 365 მონაცემების აგრეგირებით.
სასარგებლო ინფორმაცია მენეჯერებისთვის
მენეჯერებს შეუძლია თვალყური ადევნონ პერსონალის დატვირთული შეხვედრების გრაფიკს, კონცენტრაციისათვის არასაკმარისი დროის არსებობას, არასამუშაო დროს მუშაობს რეგულარულ ხასიათს. ეს ინფორმაცია ხელმძვანელ მენეჯრებს საშალებას აძლევს შეაფასონ გუნდის განწყობა.
როგორც ცნობილია, თანამშრომლები, რომლებიც გუნდში არსებულ სხვა კოლეგებთან მეგორობენ, კომპანიაში უფრო მეტად არიან ჩართულნი. Благодаря Viva Insights-ის საშუალებით მენეჯერებს ეძლევათ საშალება გააცნობიერონ და შეაფასონ ამ კავშირების სიძლიერე, და გუნდის გაერთიანების გზები გაზარდონ.
მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ინტეგრაცია
Microsoft Viva Insights მონაცემებს Microsoft Teams, Outlook და Microsoft 365-ის სხვა აპლიკაციებისა და სერვისებიდან იყენებს, ამასთანავე აქვს ერთობლივი სამუშაოსთვის შექმნილ სერვისებზე არსებული ეკოსისტემის მონაცემებზე წვდომის მიღების შესაძლებლობა, როგორებიცაა Zoom, Slack, Workday და SAP SuccessFactors. ამ გზით, ხელმძღვანელებს შეუძლიათ შეაფასონ, თუ რა გავლენას ახდენს თანამშრომლობა საბოლოო შედეგზე, ხოლო კომპანიებს მონაცემთა წყაროდან ექსპონენციალური მნიშვნელობის მიღების საშალება ეძლევათ.
Microsoft 365-ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ Exchange Online გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია Viva Insights-ის პირველადი ვერსია. მას Teams-ის More added app განყოფილებაში იპოვნით.
Viva Insights დაგეხმარებათ კომპანიის გაიგებთ თუ რა ხდება კომპანიაში და როგორ გრძნობენ თავს თქვენი თანამშრომლები. SMART business გისურვებთ კეთილდღეობას თქვენ და თქვენს კლიენტებს.