ტრადაციულად Microsoft Teams აღიქმება, როგორც შიდა კომუნიკაციის საშუალება თანამშრომლებისთვის, მიუხედავად ამისა უკანასკნელი 3 წლის მანძილზე Microsoft-მა გამოიმუშავა Teams-ის გარდასახვის გარდაქმნის საშუალება კორპორატიულ სატელეფონო სისტემაში.
პლატფორმას დაემატა ავტომატური სატელეფონო სადგურების შესაძლებლობები (АТС). ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ:
- განახორციელონ ზარები გარე მომხმარებლებთან Teams-ის საშუალებით ნოუთბუქის, პლანშეტის ან ნებისმიერი სხვა მობილური მოწყობილობის გამოყენებით.
- შეატყობინონ როდის არიან ხელმისაწვდომი, საუბრობენ ტელეფონზე ან აქვთ არასამუშაო დრო.
- შეასრულონ ან მიიღონ სატელეფონო ზარები PTSN (PTSN — საერთო გამოყენების სატელეფონო ქსელი).
- გადაამისამართონ და დააპაუზონ ზარები, გადართონ ან განახორციელონ ერთობლივი ზარები, იხილონ ზარების ისტორია, დატოვონ ხმოვანი შეტყობინებები და განახორციელონ გადაუდებელი ზარები.
ახალი ფუნქციონალის დემონსტრაცია წარმოდგენილია ვიდეოში ინგლისურ ენაზე.
გაეცანით რამდენიმე მიზეზს, რის გამოც SMART business-ის გუნდი გირჩევთ გაამახვილოთ ყურადღება Teams Calling-ის პლატფორმაზე.
მარტივი გამოყენების შესაძლებლობა
Teams-ში სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება ძალიან მარტივია. აგრეთვე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად გადაერთოთ კორპორაციულ ჩათებიდან ზარებზე და შეხვედრებზე.
ჯგუფური შეხვედრების დროს მარტივად შეგიძლიათ დარეკოთ სხვა ნომერზე. ეს მოსახერხებელი შესაძლებლობაა იმ სიტუაციებისთვის, როდესაც თანამშრომლები ერთად იკრიბებიან, თუმცა კონკრეტული ადამიანის გარეშე შეხვედრას ვერ იწყებენ. ახლა თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა ჩართოთ ის შეხვედრაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან.
კორპორატიული ნომრით სარგებლობა
სისტემა კორპორატიულ ნომერზე დაკავშირების საშუალებას იძლევა სამსახურის გარეთ ყოფნის შემთხვევაშიც კი.
საერთო სისტემა ყველა კომუნიკაციისათვის ერთ მოწობილობაზე
Teams-ში ხმოვანიკავშირის დამატებით, თქვენი ბიზნესი ქმნის ერთიან პლატფორმას კომუნიკაციისათვის ერთ მოწყობილობაზე. თქვენ აღარ მოგიწევთ ჩათებს, ტელეფონსა და ფოსტას შორის გადართვა, რადგან უკვე გექნებათ შესაძლებლობა შეუთავსოთ შეხვედრები, ჩათი, ფაილების მართვა და ერთობლივი სამუშაო გასულ და შემოსულ ზარებთან, ერთიანი კომუნიკაციის შექმნის გზით.
სატელეფონო სისტემის ძირითადი ფუნქციების შენახვის შესაძლებლობა
Teams Calling მხარს უჭერს სატელეფონო სისტემის ძირითად ფუნქციებს, როგორიცაა ზარის გადამისამართება, რიგითობა და დაპაუზება, ერთობლივი ზარის შესაძლებლობა, ზარების ისტორია, ხმოვანი ფოსტა და გადაუდებელი ზარები.
შეჯამება
Teams-ის პლატფორმის დანერგვა ბიზნეს-АТС-ის სახით და მისი სატელეფონო ხაზის ფუნქციის გამოყენება ძალზე მომგებიანი სერვისია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ასეთი სატელეფონო ღირებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ Microsoft-ის ოფიციალურ რესურსებს.