ხმის მიცემა, ახალი ინტერიერი და ხმაურის ჩახშობა – ნოემბრის სიახლეები Teams-ში

ცოდნის გაზიარება SMART business-ის შესანიშნავი ტრადიციაა! დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ Microsoft Teams-ის ფუნქციონალის მეტად აქტუალურ და სასარგებლო სიახლეებს. იმედია, ეს ინფორმაცია თქვენი გუნდური მუშაობის პროდუქტიულობას კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრები

შეხვედრები ზედმეტი ხმაურის გარეშე

სახლიდან მუშაობის დროს ალბათ ყველას გამოგიცდიათ ძლიერი გაღიზიანება მოულოდნელი ხმაურისაგან, რომელსაც მეზობლის მიერ დიდი ენთუზიაზმით დაწყებული რემონტი ან ძლიერი ვოკალური მონაცემების მქონე ფისუნიას მიერ გამართული კონცერტი იწვევს. ამგვარი ხმიანობები ყურადღებასაც გიფანტავენ და ონლაინ-შეხვედრების ჩატაებასაც უშლიან ხელს. კოლეგებმა და კლიენტებმა შეიძლება თქვენი ხმაც კი ვერ გაიგონ.

დღეისათვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს რეალრ დროში შეუძლიათ ხმაურის არასასურველი ფონის ავტომატურად გაქრობა. Teams-ის ახალი ფუნქციონალი აანალიზებს თქვენს აუდიონაკადს, ფილტრავს ხმაურს და მხოლოდ მეტყველების სიგნალს ტოვებს. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აკონტოლოთ ხმაურის შემცირების დონის რეგულირება თქვენ თავად შეგიძლიათ პარამეტრების კორექტირების გზით.

ახალი ინტერიერები Together mode-ის ფუნქციონალში

ტექნიკურ სიახლეებთან ერთად Microsoft-ი მომხმარებლების ფსიქოლოგიურ კომფორტზეც ზრუნავს. იმისათვის, რომ ონლაინ შეხვედრისას მხიარული და სასიამოვნო გარემო შეიქმნას, სცადეთ «Together mode»-ს გამოყენება. თქვენი გუნდი ეკრანზე ისე განათავსეთ, თითქოს ერთ სამუშაო მაგიდასთან ისხდნენ. ეს შეხვედრის „მებრძოლ სულს“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს! გამოცდილია SMART business-ის მარკეტინგის განყოფილების მიერ.

გამოკითხვები შეხვედრების დროს

შეხვედრის გამოცოცხლება ან აქტუალური საკითხების გადაწყვეტა გამოკითხვის გზითაა შესაძლებელი. ხმის მიცემა შეგიძლიათ შეხვედრამდე, შეხვედრის დროს ან მის შემდეგ.

ეს მომხსენებლებს უკუკავშირის რეალურ დროში მიღების საშუალებას აძლევს, ხოლო მსმენელებს კი აქტიურ მონაწილეებად აქცევს.

ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა Teams-ში შეხვედრისას უბრალოდ ჩანართის სახით დაიმატოთ Forms-ის აპლიკაცია.

შეხვედრაზე ხმის მიცემის მოსამზადებლად დააჭირეთ:

მყისიერი შეხვედრები თქვენი მობილურიდან

თქვენ უკვე შეგიძლიათ Meet Now სიმბოლოს აღმოჩენა თქვენს მობილურში კალენდრის ჩანართებზე და Teams-ის არხებზე. ეს გუნდთან მყისიერი დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. შეხვედრის დაწყების შემდეგ შეტყობინებების გაცვლა ნებისმიერი აპლიკაციით შეგიძლიათ.

ასევე გავქთ კოლეგების მოწვევის ან პირდაპირ ახალი მონაწილის დამატების საშუალება.

ზარები

ზარების გაერთიანება

კოლეგასთან საუბრისას ან ჯგუფური ზარის განხორციელების დროს შესაძლებელია დაგჭირდეთ ადამიანი, რომელიც წინასწარ არ იყო მოწვეული შეხვედრაზე. ახლა უკვე შეგიძლიათ პარალელური ზარის განხორციელებაც (პირველადი ზარი ამ დროს შეჩერებულია) და ორივე საუბრის გაერთიანებაც.

ჩათი და საერთო სამუშაო

მიმაგრებული შეტყობინებები

გახადეთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები მარტივად ხელმისაწვდომი. აირჩიეთ ნებისმიერი შეტყობინება, დააჭირეთ ღილაკს «pin» და იგი არხის საინფორმაციო პანელზე გამოჩნდება.

Teams-ში გამოკითხვების ჩატარებისა და საკონტროლო სიების დამატებითი შესაძლებლობები

თქვენს აიტი- ადმინისტრატორს შეუძლია დაამატოს ახალი ფუნქციები Microsoft Teams-ის არსებულ შესაძლებლობებს მათი GitHub-დან გადმოწერის გზით.

ხმის მიცემა

ხმის მიცემის ვადების დაწესება და მათი შეზღუდვა, ვისაც გამოკითხვის შედეგების დანახვა შეუძლია.

ხმის მიცემის შედეგების დათვალიერება. რეზიუმეში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ როგორი პასუხი აირჩია, ანდა ვის არ მიუღია მონაწილეობა ხმის მიცემაში. ფაილის ჩამოტვირთვა .csv. ფორმატშია შესაძლებელი.

გამოკითხვები

ჩატში ან არხზე სხვადასხვა შეკითხვების მქონე გამოკითხვის შექმნის შესაძლებლობა გაფართოებული ინფორმაციის მისაღებად. მოსახერხებელია რეგისტრაციისთვის, გამოხმაურებებისთვის, პოტენციური კლიენტების შესარჩევად, ანგარიშგებისთვის, საჩივრებისთვის და შეფასებებისთვის. ფუნქციონალი მზადაა გამოყენებულ იქნას როგორც თქვენი Microsoft 365-ზე ხელმოწერის ნაწილი.

ჩექლისტები

ჩექლისტები (ან საკონტროლო სიები) დაეხმარება თქვენს გუნდს სამუშაო დავალებების კონტროლში. სიის დამატება შესაძლებელია ჩატში ან არხზე.

SMART business-ის გუნდი მოხარული იქნება, თუ ეს ცოდნა გამოგადგებათ!

გავუნაწილოთ ცოდნა ერთმანეთს!

Posted in: