Power BI რეპორტინგის ახალი ფუნქციონალი

ვინც ფლობს ინფორმაცის – ის ფლობს სამყაროს.

ნათან როტშილდის მიერ 1815 წელს წარმოთქმულ ამ ფრაზას დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. 

თუმცა 2020-ში ინფორმაციის მხოლოდ ფლობა აღარაა საკმარისი. საჭიროა მისი ანალიზისა და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. თუ სტრატეგი მენეჯერების და ბიზნესის მფლობელების პრეროგატივაა, ანალიზის განხორციელებაში Power BI დაგვეხმარება. 

Microsoft Power BI არის ბიზნესის ინტელექტის, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანგარიშების წარმოების პლატფორმა. თუ თქვენი ბიზნესი უკვე იყენებს Power BI– ს, თქვენთვის საინტერესო იქნება გაეცნოთ სამუშაო ვერსიის განახლებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია 2020 წლის ნოემბერიდან.

ანგარიშები 

ცხრილის ბარათების ახალი ჰედერი 

ცხრილის ბარათების სათაურებს უკვე ფერიც გააჩნიათ, რაც დაგეხმარებათ იმის სწრაფად გარკვევაში, თუ რომელი ცხრილები იქნა აღებული ერთი და იმავე წყაროდან. იმპორტის რეჟიმში მყოფ ცხრილებს ფერი არ გააჩნიათ. 

ბარათების მინიშნებები 

ბარათების სათაურთან თაგვის ისრის მიყვანისას ჩნდება მითითება დეტალური ინფორმაციით თქვენი მოდელის ამ ცხრილის შესახებ.

იმპორტირებულ მითითებაში იხილავთ ცხრილის დასახელებას, შენახვის რეჟიმს და მისი უკანასკნელი განახლების დროს.

ცხრილის შესახებ DirectQuery რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის დასახელება, შენახვის რეჟიმი, მონაცემთა გამოყენებული წყაროს ტიპი და ასევე სერვერისა და მონაცემთა ბაზის დასახელება. 

ბარათის ჩაკეცვის შესაძლებლობა

თქვენი მოდელის გარეგნული სახის გასამარტივებლად შეგიძლიათ ჩაკეცოთ ბარათი, რითაც დააპატარავებთ მას.

ასევე შეგიძლიათ ცხრილის ბარათის ჩაკეცვა, თუმცა საკვანძო ველები ხილული რჩება. 

ცხრილების ბარათების თვისებები. 

არის ინფორმაციის ასახვის წესის ცვლილების საშუალება ცხრილების ბარათებზე ბარათის თვისებების მეშვეობით. ამ თვისებების დასათვალიერებლად დარწმუნდით, რომ ცხრილი ან ველი არა გაქვთ არჩეული. 

პროდუქტიულობის გაუმჯობესება

Microsoft-მა გარკვეულად გააუმჯობესა მოდელის გარეგნული სახე. თუ ძალიან დიდი მოდელი გაქვთ (რომელიც 50-ზე მეტ ცხრილს შეიცავს), ყველა ცხრილის ჩვენებისა და პროდუქტიულობის ყველა შეცდომის გამოვლენის ნაცვლად Power BI ჩაიტვირთება და იმ მაკეტების არჩევას შემოგთავაზებთ, რომლებთან მუშაობაც ამ დღეს გაქვთ გადაწყვეტილი.

ვიზუალური მასშტაბირების სლაიდერი  

უკვე შესაძლებელია თქვენს დიაგრამებზე მასშტაბირების ცვლილების მცოცავი ღილაკის დამატება. ეს მონაცემების ვიწრო შუალედის დაწვრილებითი კვლევის საშუალებას იძლევა ფილტრების გამოყენების გარეშე. მასშტაბირების ცვლილება შესაძლებელია როგორც აბსცისას, ისე ორდინატთა ღერძებზე. კონტექსტურ ინფორმაციას, მაგალითად, ტრენდის ხაზის განლაგებას, ეს არანაირად არ ცვლის

მასშტაბირება შენარჩუნდება ანგარიშების გამოქვეყნებისას. მაშინ, როდესაც საბოლოო მომხმარებელი ანგარიშის გახსნას მოახდენს, მცოცავი ღილაკის მდებარეობა ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც შენახვის მომენტში იყო. ეს იძლევა მონაცემთა კონკრეტული ფანჯრის გამოყოფის საშუალებას, ოგად კონტექსტთან წვდომის შენარჩუნების პირობებში. 

მონაცემთა ოთხკუთხედის მასშტაბირება

X და Y ღერძებზე მასშტაბის ცვლილებასთან ერთად შეგიძლიათ გამოყოთ წერტილების შემცველი ოთხკუთხა არე და მის ფარგლებში განახორციელოთ ზუმი. 

ყველა ფილტრის ერთდროულად გამოყენება

ნოემბრიდან ფუნქცია „ყველა ფილტრის გამოყენება“ ხელმისაწდომია ძირითად ფუნქციონალში. ეს ოფცია გამოადგებათ, თუ არ გსურთ თითოეული ფილტრის ცვლილებას დაელოდოთ რამდენჯერმე ზედიზედ. ახლა უკვე გაქვთ შესაძლებლობა რეპორტებისა და ვიზუალურ ელემენტებში განხორციელებული ცვლილებები „გამოყენება“-ზე მხოლოდ ერთი დაკლიკებით ასახოთ. 

ანალიტიკა

ავტომატური ანომალიის გამოვლენა

ანომალიების გამოვლენა გვეხმარება წრფივ დიაგრამებთან მუშაობისას, რადგან ავტომატურად განსაზღვრავს კონტექსტიდან მკვეთრად გამოვარდნილ მნიშვნელობებს. Power BI ამავდროულად მათი წარმოშობის მიზეზების ანალიზსაც ახდენს. 

იმის გამო, რომ ეს ფუნქცია ჯერ არ არის ჩართული ძირითად ფუნქციონალში, საჭირო იქნება მისი ჩართვა მენიუში: Файл> Параметры и настройки> Параметры> Предварительный просмотр, და უნდა მოინიშნოს „ანომალიების გამოვლენა“. 

მონაცემთა წყაროები

ახალი კონექტორები

Power BI-ში გაჩნდა მონაცემთა სხვა წყაროებთან დაკავშირების შესაძლებლობა. ისეთი კონექტორები, როგორიცაა Hive LLAP, Actian, Anaplan, Starburst Presto Hive LLAP, Actian, Anaplan, Starburst Presto შეგიძლიათ იხილოთ კატეგორიაში „სხვა“ დიალოგის ფანჯარაში „მონაცემთა მიღება“. 

პატივცემულო მომხმარებლებო, შეგახსენებთ, რომ ამ სტატიაში განხილული ყველა განახლება აქტუალურია Power BI Desktop-ისთვის. 

იმედია, ახალი ფუნქციები მონაცემებთან თქვენს მუშაობას უფრო სასიამოვნოსა და პროდუქტიულს გახდის. დამატებების შესახებ ახალი ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე ოფიციალურ Microsoft-ის ბლოგზე. 

ღირსეულ ანალიტიკას გისურვებთ! 

Posted in: