2020 წელმა SMART business-ს Microsoft-ის 18 შესაძლო ოქროს კომპეტენციიდან 18-ვე მოუტანა!

2020 წელი რთული იყო, თუმცა ბევრისთვის ამავდროულად შესაძლებლობების და ახალი გამარჯვებების წელი აღმოჩნდა. SMART business მათ შორისაა. 18 შესაძლო კომპეტენციიდან მე-18 ოქროს კომპეტენციის მიღებით დღეს ჩვენ Microsoft-ის საუკეთესო პარტნიორების რიცხვში შევედით.
ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ კლიენტების ნდობა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

Microsoft-ის ოქროს კომპეტენციები პარტნიორის გამოცდილებას ადასტურებს.

დღეს კლიენტები ტექნოლოგიების მომწოდებლებისგან გაცილებით მეტს ელიან, ვიდრე ოდესმე. პარტნიორის არჩევისას ისინი დიდი გამოცდილების, ფართო ექსპერტიზისა და დარგის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ეძებენ. Microsoft-ის პარტნიორების ქსელში ამგვარი მოთხოვნების შესაბამისობის კრიტერიუმი პარტნიორის Microsoft Gold Certified Partner სტატუსის დადასტურებაა.

სერტიფიცირებული ოქროს პარტნიორი ან Microsoft-ის ოქროს კომპეტენცია – ნდობის უმაღლესი საფეხურია, რომელიც მიუთითებს მნიშვნელოვან მიღწევებზე, საიმედო გამოცდილებაზე და ინვოვაციური IT-გადაწყვეტების უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე ბიზნესის ერთ ან მეტ სპეციალიზებულ სფეროში.

 

Microsoft-ის კომპეტენციების პორტფელი
18 კომპეტენციას მოიცავს 4 ძირითადი მიმართულებით:

– აპლიკაციები და ინსფრასტრუქტურა
– ბიზნეს-აპლიკაციები
– მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი
– თანამედროვე სამუშაო ადგილი და უსაფრთხოება

და მიუთითებს, რომ კომპანიას ჰყავს კვალიფიციური სერტიფიცირებული თანამშრომლები, აქვს იმპლემენტაციისათვის აუცილებელი გამოცდილება და აკმაყოფილებს ბიზნესის მოცულობის დადასტრებულ მაჩვენებლებს.
კომპეტენციის მაგალითი – Microsoft Partner Network

It’s about people.

ჩვენი კომპანია პირველივე დღიდან მატრიცული სტრუქტურით მუშაობს სხვადასხვა დარგის კლიენტების ნებისმიერი ბიზნეს-ამოცანების გადასაჭრელად. ჩვენთვის უნარები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამდებობა. ჩვენი მიდგომა გულსხმობს პროექტის მიზნების განსაზღვრას და იმგვარი ტექნოლოგიის, მზა გადაწყვეტისა თუ მეთოდოლოგიის შეთავაზებას, რომელიც მიზნის უმოკლეს დროში მიღწევისა და მასშტაბირების საშუალებას იძლევა, რაც განვითერების შეუზღუდავ პირობებს ქმნის. ეს ცოდნის მუდმივ განახლებას, კრეატივს და ტექნოლოგიების გამოყენების დიდ ოსტატობას მოითხოვს.
ეს ჩვენი დნმ-ია და მას თითოეული თანამშრომელი იზიარებს. სწორედ ეს მიზანი აქვს კომპანიას- მუდმივი განვითარება და Microsoft-ის ყველა შესაძლო ტექნოლოგიის ეფექტური გამოყენების მიმართულებით სანდო მრჩევლად ყოფნა.

ნატალია ონიშჩუკი,
SMART business-ის მმართველი პარტნიორი.

მსოფლიოში კარგად ცნობილი კორპორაციის აღიარებული პარტნიორობა მართლაც დიდი მიღწევაა. ყოველ წელს SMART business ამტკიცებს, რომ იმსახურებს ამ წოდებას, მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული პროექტების რიცხვის ზრდის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაღრმავებით მსოფლიო დონის ინოვაციურ გადაწვეტილებებში.

It’s about technology.

პირველივე დღიდან ჩვენი კომპანია დებს მთელს ძალისხმევას და გულს ჩვენი კლიენტების ბიზნესში ტექნოლოგიური უპირატესობის ფუნდამენტის შესაქმნელად. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ინოვაციებს, დაწვრილებით ვიხილავთ Microsoft-ის თითოეულ პროდუქტს და ტექნოლოგიას, ვფიქრობთ თუ როგორ შეუძლია მას ჩვენი კლიენტების პროცესების გაუმჯობესება და ვქმნით სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც უკვე დღეს ხვალინდელ დონეზე მუშაობს. ჩვენ ვავრცელებთ საზოგადოების ცხოვრების ყველა იმ ფაქტორის გასაუმჯობესებელ ცოდნას, გამოცდილებას და იდეებს, რომელზეც ტექნოლოგიებს აქვთ გავლენა და რომლებიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველა სფეროს მოიცავს. მადლიერნი ვართ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორებისა, რომლებიც ამ გზას ჩვენთან ერთად გადიან.

კირილ რუდნევი,
SMART business-ის მმართველი პარტნიორი.

Gold სტატუსის მქონე პარტნიორი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია.

Microsoft-ის გადაწყვეტები, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული პროფესიონალიზმის მოთხოვნები, მუდმივად ვითარდება. SMART business ყველა ცვლილებას ადევნებს თვალყურს, რათა გამოიყენოს Microsoft-ის უახლესი პრაქტიკები და სერვისები კლიენტების ამოცანების გადასაჭრელად.

It’s about SMART business.

Microsoft კორპორაციას და ჩვენს პარტნიორებს საერთო მიზანი აქვთ – დაეხმარონ კლიენტებს მეტის მიღწევაში ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციითა და გაუმჯობესებით, უფრო წარმატებულები და კონკურენტუნარიანები გახადონ ისინი. ამ მიზანს ჩვენ Microsoft-ის ტექნოლოგიებისა და სერვისების ფართო პორტფელისა და ჩვენი პარტნიორების სერტიფიცირებული ექსპეტიზის გაერთიანების გზით ვაღწევთ. SMART business-თან ერთად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კლიენტებთან მუშაობისას ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორი მუდმივ ინვესტირებას დებს მათი ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავებასა და გაფართოებაში, და ამასთან ერთად ეხმარება სხვადასხვა კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის გზის წარმატებით გავლაში.

მე, როგორც კომპანია SMART business-ის საპარტნიორო განვითარების მენეჯერს, განსაკუთრებით მახარებს მათი სწრაფვა განვითარებისკენ და უზარმაზარი წვლილი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში.

დანილ ბიკრიმიროვი,
Microsoft-ის Multicountry CEE რეგიონის Partner Development Manager.

ვამაყობთ, მადლობას გიხდით ნდობისთვის და მიღწეულზე არ შევჩერდებით!

 

Posted in: