საგანმანათლებლო პროცესების ავტომატიზაცია: CISK კერძო სკოლების ქსელის ქეისი
CISK – ეს არის კერძო ლიცენზირებული სკოლების ქსელი, სრულ განაკვეთზე, გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებით. ამჟამად უკრაინაში სამი CISK სკოლა ფუნქციონირებს: ორი კიევში ერთი კი- ლვოვში. სწავლების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია პრაქტიკული მიდგომა და საგნების ინტეგრაცია ერთმანეთთან. მაგალითად, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას მოსწავლეებს შეუძლიათ ის მათემატიკური, ფიზიკის და ლიტერატურის კუთხითაც შეისწავლონ.
CISK-ში თითოეული დავალება ერთგვარი კვლევაა, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა მოსწავლე. ცოდნის გარდა, CISK-ში თანამედროვე ადამიანისთვის აუცილებელ უნარებსაც ავითარებენ: მოსწავლეები გაკვეთილებზე ჯგუფებში მუშაობენ, სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, საკუთარი იდეების გადმოცემას, გამოუმუშავებენ ადაპტაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს. CISK-ის მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეიძინოს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, საკუთარი თავის რწმენა იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი და სასურველი მომავალი შეიქმნას.
ასეთ მიდგომა დამატებითი პერსონალის ჩართვას მოითხოვს, თუ საშუალო სტატისტიკურ სკოლაში 9 მოსწავლეზე განკუთვნილია 1 მასწავლებელი, CISK -ში ამავე რაოდენობის ბავშვებზე პედაგოგების რაოდენობა ორჯერ მეტია. სკოლის მოთხოვნები საკმაოდ მაღალია- პროფესიონალიზმის გარდა, სკოლის თანამშრომელი მრავალი პიროვნული თვისებითაც უნდა იყოს დაჯილდოვებული. ალბათ ხვდებით როგორი მკაცრი კონტროლის შედეგად ხორციელდება კადრების შერჩევა(რეკრუტინგი).
კლიენტი
CISC
ვებ-გვერდი: creativeschool.com.ua
ქვეყანა: უკრაინა
ინდუსტრია: განათლება
შემკვეთის კატეგორია: SMB (≤500 თანამშრომელი)
კლიენტის პროფილი
CISC ლიცენზირებული კერძო სკოლების ქსელია, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლებით. ამჟამად უკრაინაში სამი CISC სკოლა ფუნქციონირებს.
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები
SMART HCM & LMS
Microsoft SharePoint
Microsoft Teams
-
რეკრუტინგის ავტომატიზაცია უკრიანის ყველაზე კრეატიულ სკოლაში
2020 წელს CISK-მა SMART HCM & LMS-ის რეკრუტინგის გადაწყვეტილების მოდულის გამოყენება დაიწყო.
HR-პროცესების ნაწილში ავტომატიზაციის აუცილებლობა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც CISK-მა 2 ახალი სკოლის გახსნა გადაწყვიტა. საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭიროა მინიმუმ 80 თანამშრომელი. CISK-ში მიღების პროცესი კი საკმაოდ მკაცრია, სკოლა გასაუბრებების რამდენიმე ეტაპს ატარებს, აკვირდება კანდიდატის უნარებს გაკვეთილების ჩატარებისა და ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში.
მრავალრიცხვოვანი განახცადების ხელით დამუშავება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, სწორედ ამიტომ სამუშაოს ნაწილის შესრულება სისტემას ვანდეთ.
შიდა დამკვეთისგან ვაკანსიაზე განაცხადის მიღებისას პოზიციის პროფილის მიხედვით, რეკრუტერები ააქტიურებენ მოთხოვნებს მომავალი თანამშრომლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ვაკანსია სულ რამდენიმე დაკლიკებით აქტიურდება ყველა წყაროში- სკოლის ოფიციალურ საიტზე და უკრაინულ job- საიტებზე. ყველაზე აქტიურად ვიყენებთ rabota.ua და work.ua, თუმცა არსებობს ინტეგრაციები ისეთ საიტებთანაც როგორებიცაა: hh.ua, dou.ua. გამოგზავნილი რეზიუმეების შესაგროვებლად თითოეული საიტის დამოუკიდებლად შემოწმება აუცილებელი სულაც არ არის. კანდიდატების რეზიუმეები SMART HCM & LMS-ის სისტემაში ვაკანსიების მიხედვით გროვდება. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს ძიების პლატფორმასა (მაგალითად, თემატური ჯგუფები Facebook-ში) და სისტემას შორის არ არსებობს პირდაპირი ინტეგრაცია, და თუ კანდიდატი რეზიუმეს პირდაპირ HR-განყოფილების ელ. ფოსტაზე აგზავნის, განაცხადი Microsoft Outlook-ის საშუალებით სისტემაში აისახება.
გადაწყვეტილებაში რეალიზებულია კანდიდატების მიერ გავლილი ყველა ეტაპი. პირველი ნაბიჯი რეზიუმეების გადარჩევას გულისხმობს, შემდეგი ეტაპი კი- სატელეფონო გასაუბრებაა. თუ მასწავლებლის ან მენტორის გამოცდილება შეესაბამება CISK-ის მოთხოვნებს, მას შეხვედრას SMART HCM & LMS-ში Microsoft Teams-ის საშუალებით უნიშნავენ. თუ პირველმა გასაუბრებამ წარმატებიათ ჩაიარა, შემდეგი შეხვედრა ინიშნება ხელმძღვანელ ჯგუფთან და ტარდება საცდელი გაკვეთილი.
კანდიდატების შერჩევის თითოეული ეტაპის მონიტორინგის საშუალების შესაძლებელია იმ დროის ანალიტიკის წარმოება, რომელიც ახალი თანამშრომლის შესარჩევად დაიხარჯა, ეს კი როგორც მოგეხსენებათ, რეკრუტინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვაკანსიის მიხედვით რეკრუტერს კანდიდატის პირდაპირ შემდეგ ეტაპზე ან წინა ეტაპზე დაბრუნება შეუძლია.
* LMS – Learning management system.
ონლაინ დღიური – საერთო განრიგი ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის
CISK-ში აქტიურად გამოიყენება Microsoft SharePoint-ის ტექნოლოგიურ ბაზაზე შექმნილი ელექტრონული დღიური. ის სასწავლო პროცესის ყველა მონაწილის მიერ ყოველდღიური დავალაბების შესრულებას უზრუნველყოფს.
მასწავლებელს აქვს მარტივი და კონტროლორებადი წვდომა სკოლის ჟურნალებზე, შეუძლია იხილოს მიმდინარე ცხრილი, გაფილტროს გაკვეთილები კლასების და ჯგუფების მიხედვით. დღიური სასწავლო მასალების ერთიანი ბაზაა. სასწავლო ფაილების თითოეული მოსწავლისთვის ცალ-ცალკე გაგზავნის ნაცვლად, ბმულის მითითებაც საკმარისია.
მშობლები ხედავენ დავალებებს, რომლებიც უშუალოდ მასწავლებლის მიერაა ჩაწერილი. მათ აქვთ წვდომა ნიშნებსა და კომენტარებზე, რომლებიც მასწავლებლების, მენტორების ან ტუტორების მიერაა შექმნილი.
მოსწავლეები გაკვეთილების და სტუდიური ღონისძიებების განრიგით სარგებლობენ, ხედავენ ინფორმაციას საშინაო დავალებების შესახებ, მოსწრების ცხრილს მასწავლებლის კომენტარების გარეშე, რადგაც ის მხოლოდ მშობლებისთვისაა განკუთვნილი.
საერთო პორტალი საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილისთვის
2021 წლის მაისში ამოქმედდა Microsoft SharePoint-ის ბაზაზე შექმნილი პორტალი. ის საგანმანათლებლო-ინფორმაციული პროცესის ყველა მონაწილის ინფორმაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს: ბავშების, მშობლების, მასწავლებლები, ტუტორებისა და მენტორების, სკოლის ხელმძღვანელის ჯგუფებისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლების. თითოეულ მათგანს ექნება საკუთარი უფლებები, წვდომა სიახლეებზე და შეტყობინებებზე. რაც შეეხება საერთო ინფორმაციას მისი გამოქვეყნება ყველასათვის ხელმისაწვდომ რეჟიმში მარტივად იქნება შესაძლებელი. გარკვეული კატეგორიებს წვდომა უფრო დეტალურ ინფორმაციაზეც ექნებათ, მაგალითად მშობლების განყოფილებაში აისახება ინფორმაცია გადახდებზე, სკოლის კოლექტივი კი დროულლად იხილავს ინფორმაციას დაბადების დღეებსა და ახალი კოლეგების შესახებ, ექნებათ წვდომა შიდა დადასტურებულ დოკუმენტებზე და სხვა.
SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ. -
გაიგეთ მეტი