Success Story: MTI

  • MTI hi-tech დისტრიბუციამ უკრაინაში Microsoft-ის ახალ ERP-სისტემაზე გადასვლის ყველაზე დიდი პროექტი განახორციელა.

    MTI hi-tech დისტრიბუცია ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა hi-tech დანადგარებისა და ინოვაციური გადაწყვეტების დარგში მომუშავე მულტივენდორული იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის.

კომპანიამ საქმიანობა 1991 წელს დაიწყო. სწრაფმა ზრდამ და განვითარებამ სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის საჭირობა შექმნა. სხვადასხვა სერვისების დანერგვა ვერ ფარავდა ბიზნესის ყველა მოთხოვნას და დამატებით ინტეგრაცია იყო საჭირო. სწორედ ეს გახდა იმის სიგნალი, რომ მოსაძებნი იყო ახალი ERP-პლატფორმა, რომელიც ზრდადი ბიზნესისა და პარტნიორების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა და თანამედროვე IT-პლატფორმაზე დაფუძნებულ რესურსების მართვის ერთიანი სისტემის აშენების საშუალებასაც მოგვცემდა.

ბიზნეს-პროცესების მოდერნიზების, პარტნიორებთან ურთიერთობის ავტომატიზაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით MTI hi-tech დისტრიბუციის გუნდმა ახალი ERP -სისტემის დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო. ბაზარზე არსებული წინადადებების შეფასების შედეგად კომპანიამ Microsoft Dynamics NAV-ზე შეაჩერა. ERP-სისტემის დანერგვა SMART business-ის პარტნიორობით განხორციელდა.

კლიენტი

MTI hi-tech დისტრიბუცია  
საიტი: mtigroup.ua
ქვეყანა: უკრაინა
სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები, იმპორტი და დისტრიბუცია
შემკვეთის კატეგორია: მსხვილი (1,000 – 9,999 თანამშრომელი) 

კლიენტის პროფლი

MTI  hi-tech დისტრიბუცია – ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა hi-tech დანადგარებისა და ინოვაციური გადაწყვეტების დარგში მომუშავე მულტივენდორული იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის. წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის, სამომხმარებლო ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი სერვისების 120 სასაქონლო კატეგორიაში.

პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები

Microsoft Dynamics NAV 2018

  • სისტემის არჩევა, დანერგვა და განხორციელება

    Microsoft Dynamics NAV სისტემის არჩევისას ერთ-ერთ გადამწყვეტ კრიტერიუმად კომპანიის ტიპური ფუნქციონალით სრული დაფარვის შესაძლებლობა და დოკუმენტების ბრუნვის, ბუღალტერიის და ფინანსების ერთ გადაწყვეტაში გაერთიანება გახდა უკრაინის ლოკალიზაციის გათვალისწინებით. 

     

    “ჩვენ ისეთ პლატფორმას ვეძებდით, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობის მაქსიმალური ავტომატიზაციის საშუალებას მოგვცემდა, მათ სისტემებთან მუშაობის ინსტრუმენტების განვითარების ტექნოლოგიურ შესაძლებლობას შექმნიდა და ჩვენი მომსახურების ხარისხის ამაღლებაში დაგვეხმარებოდა”.

    Author's imageბორის მელიანსკიMTI hi-tech დისტრიბუციის გენერალური დირექტორი

    Microsoft Dynamics NAV-ის დანერგვის პროექტი შემუშავების, გაშვებისა და ფუნქციონალის შემდგომი გაფართოების ეტაპებს მოიცავდა. ახალი ERP-სისტემის პირველი გაშვება 2020 წლის 1 იანვარს განხორციელდა. იგი დაწვრილებით იყო დაგეგმილი და ამიტომაც ახალ პლატფორმაზე გადასვლას არც კომპანიის ბიზნეს-პროცესები შეუფერხებია და არც პარტნიორებთან თუ კლიენტებთან ურთიერთობები.  

    2020 წლის სექტემბრისთვის MTI hi-tech დისტრიბუციაში უკვე დანერგილი იყო ფასწარმოქმნის, მმართველი აღრიცხვის, შიდა და გარე ანგარიშგების და KPI-ანგარიშგების მოდულები, მომხმარებელთა პორტალი და შესყიდვების დაგეგმვის მოდული. ჩაირთო შიდა შეთანხმებისა და ცვლილებების კონტროლის ფუნქციონალი.  

    Microsoft Dynamics NAV-ის დანერგვის პროცესში MTI hi-tech დისტრიბუციამ თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის ვებინარები ჩაატარა და განახლებულ ინტერფეისთან და ფუნქციებთან მუშაობის სასწავლო ვიდეოინსტრუქციები შექმნა, რამაც სისტემის გარე მომხმარებელთა დიდი რაოდენობისთვის მუშაობის ახალ სისტემაზე გადასვლა გაამარტივა. 

    მოცემულ ეტაპზე კომპანია МТІ განაგრძობს Microsoft Dynamics NAV-ის ახალი ფუნქციონალის დანერგვას და კლიენტებთან ურთიერთობის სცენარების განვითარებას.

     

    “უკრაინის ბაზრისთვის MTI hi-tech დისტრიბუციის მაგალითი უნიკალური გახდა. ასეთი მასშტაბური, ურთულესი ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების კომპლექსის მქონე IT-დისტრიბუტორი არ მოერიდა რადიკალურ ცვლილებებს და ერთიანად გადაწყვიტა კომპანიის ყველა გარე თუ შიდა პროცესის ერთ პლატფორმაზე განთავსება და სინქრონულად მოახდინა რამდენიმე სერვისის ერთიან სისტემაში მიგრაცია წარმოებისგან მოუწყვეტლად”.

    Author's imageნატალია ონიშუკიკომპანია SMART business-ის მმართველი პარტნიორი

    კლიენტებისთვის

    MTI  hi-tech  დისტრიბუციის IT-დირექტორის და შემკვეთის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ნაგორნის აზრით, პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა კლიენტებთან ციფრული ურთიერთობის ინსტრუმენტების ჩამონათვალის გაფართოების საიმედო საფუძვლის შექმნა იყო: აქტუალური ასორტიმენტის, შეკვეთებთან მუშაობის და სერვისული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღების გამჭვირვალე, მარტივი და ოპერატიული პროცესის შექმნა.  

     

    “ჩვენ კლიენტთა ახალ პორტალს ვავითარებთ, რომელიც MTI-ის მომხმარებლებს შეკვეთების შექმნის, ფასების შემოწმების, საქონლის ნაშთის ნახვის, ანგარიშსწორების, დავალიანების, შეკვეთებისა და დაბრუნებების თვალყურის დევნების საშუალებას მისცემს რეალურ დროში. მისი საშუალებით მხოლოდ მონაცემთა სიზუსტის გაზრდას კი არ ვგეგმავთ, არამედ გაყიდვების კონტროლსაც და მომართვებისა თუ კლიენტების კომპენსაციების დამუშავებასაც”.

    Author's imageDmytro NahornyiCIO of MTI hi-tech

    ამგვარი მიდგომა კლიენტთან, მყიდველთან და გამყიდველთან ურთიერთობას უწყობს ხელს.

    დიმიტრი ნაგორნიმ ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში API -ს მეშვეობით კლიენტებთან ინტეგრაცია შეიქმნა, რამაც დილერებს საკუთარ შიდა სისტემაში შესყიდვებზე განაცხადების შექმნის საშუალება მისცა მოქმედებათა Microsoft Dynamics NAV-ში ასახვით. ამგვარი ინტეგრაციები მნიშვნელოვნად აიოლებს ურთიერთობის პროცესებს და შეკვეთების რაოდენობასაც ზრდის. 

    MTI და SMART business-ის საპროექტო გუნდების ერთობლივმა და პროფესიულმა მუშაობამ  ძლიერი ეკოსისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შექმნა და საშუალება მოგვცა დაგვეგეგმა შემდგომი ნაბიჯები მიღებული შედეგების მაქსიმიზაციის მიმართულებით მანქანური სწავლების ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დიჯიტალ-ინსტრუმენტების გამოყენებით. ხარისხიან საძირკველზე დაფუძნებულ მუდმივ განახლებასა და ზრდას ხომ საზღვარი არ აქვს. 

     

    SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
    call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ.

  • გაიგეთ მეტი

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

    კონტენტის გაზიარება