-
Ecosoft SMART business-თან ერთად ინფორმაციული სისტემების დანერგვისა და მასშტაბირების საკუთარ მიდგომას ახორციელებს.
Ecosoft – წყლის წმენდისა და გაუვნებლებისთვის საჭირო ტექნოლოგიისა და აღჭურვილობლის საერთაშორისო მწარმოებელია უკრაინაში. 30 წლიანი მუშაობის შედეგად კომპანია ბაზრის ლიდერი გახდა.
2015 წლიდან Ecosoft ყოველწლიურად 20–25%-თ იზრდება, რაც ხელს უწყობს მუდმივ განვითარებას, თუმცა ამავდროულად იზრდება პერსონალისა და ინფორმაციულ სისტემებზე არსებული დატვირთვაც. 2013–2014 წლებში გაჩნდა ავტომატიზაციის აუცილებლობა: წარმოებისა და სასაწყობე რესურსების გაფართოება. კომპანიის ასორტიმენტის მატრიცის წარმოებასა და გაყიდვების დაგეგმვა და ურთიერთქმედება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული out of stock-ის შემთხვევების სიმრავლის გამო. თანამედროვე საინფორმაციო სისტემის არარასებობის ხელს უშლიდა მზარდი ბიზნესის მართვასა და სათანადო განვითარებას. შესაბამისად, გაჩნდა ERP-სისტემის დანერგვის აუცილებლობა რესურსებისა და წარმოების ავტომატიზაციასა და ბიზნეს-პროცესების ინტეგრაციის მიზნით.
დისტრიბუციის სისტემის გაფართოებასთან ერთად გაჩნდა CRM-სისტემის დანერგვის აუცილებლობა სამუშაოს ავტომატიზაციის, კლიენტებთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და გაყიდვებისა ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისთვის.
კლიენტი
Ecosoft
ვებ-გვერდი: ecosoft.ua
ქვეყანა: უკრაინა, გერმანია
სფერო: წყლის წმენდა და გაუვნებლება
შემკვეთის კატეგორია: საშუალო (101–500 თანამშრომელი)
კლიენტის პროფილი
Ecosoft – წყლის წმენდისა და გაუვნებლებისთვის საჭირო ტექნოლოგიისა და აღჭურვილობლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია უკრაინაში. კომპანია BWT – წყლის წმენდისთვის საჭირო აღჭურვილობის მიმართულებით ლიდერი ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანას წლით ამარაგებს.
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები
Microsoft Dynamics NAV 2018. მიმდინარეობს Dynamics 365 Business Central 14 განახლება
Microsoft Dynamics 365
SMART Accounting
SMART Payroll
Microsoft Power BI
Microsoft Azure
Microsoft 365
-
დანერგვის ეტაპები: step by step
Ecosoft გაციფრულების პროექტი Microsoft Dynamics NAV-ის დანერგვით დაიწყო.
გერმანიის შემდეგ სისტემა უკრაინაში დავნერგეთ. მეორე დანერგვის პროცესი გაცილებით რთული აღმოჩნდა ფრაგმენტირებული წარმოებისა და სხვადასხვა პროცესების სიმრავლის გამო, რომელმაც სტანდარული სისტემის შესაძლებლობები საგრძნობლად შეზღუდა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა ERP- და CRM-სისტემების დამატებითი პერსონალიზაცია და ინტეგრაცია.
დანერგვა იმ კომპანიისთავის, რომელიც ყოველწლიურად 20%-ით იზრდება, დიდი გამოწვევაა. რისკების შესამცირებლად Ecosoft-ის გუნდმა სტანდარტული ფუნქციონალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ამან საშუალება მოგვცა გაგვეზარდა წლიური ბრუნვა პერსონალიზაციის პრობლემების გადაჭრის ნაცვლად.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საბუღალტრო მოდულის – SMART Accounting დანერგვა. Ecosoft ერთ-ერთი პირველი კომპანიია უკრაინაში, რომელმაც რეგლამენტირებული ანგარიშგება Dynamics NAV-ში გადაიტანა.
Microsoft Dynamics 365 – CRM-სისტემის დანარგვას კომპანიისათვის თან ახლდა გარკვეული თავისებურებები.
Ecosoft მომხმარებლის შეკვეთებს დამოუკიდებლად აგროვებს, შესასრულებლად კი პარტნიორებს გადასცემს, რომლებიც შემდგომში უშუალოდ ახორციელებენ მიწოდებას, მონიტორინგს და მოწყობილობით მომსახურებას. თავის მხრივ, კომპანია პასუხისმგებელია თითოეული შეკვეთის შესრულებაზე. Microsoft Dynamics 365 დანერგვამ პარტნიორებთან ერთიან სისტმაში მუშაობა, თითოეულ ეტაპზე სერვისის ხარისხის კონტროლი და ხარვეზებზე სწრაფი რეაგირების საშუალება უზრუნველყო, Microsoft Dynamics NAV-თან ინტეგრაციამ კი პარტნიორებთან ანგარიშების წარმოების ავტომატიზაცია გახადა შესაძლებელი.
პარტნიორების დისტრიბუციისა და სერვისის სისტემა უკდრაინაში კომპანიის ერთ-ერთი მათავარი აქტივია. Ecosoft-მა პარტნიორებს მისცა CRM-სისტმაში მუშაობის საშუალება, რომელიც ინფრომაციის სრულყოფასა და გამჭვირვალობაზე კომპანიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამარტივებს პროცესებს, ამცირებს შრომის ხარჯს და ამარტივებს კომუნიკაციას.
Ecoამავე გზით კომპანია Ecosoft Microsoft Dynamics NAV-ის ფუნქციონალურ შესაძლებლობები გაზარდა. შეიქმნა კლიენტების პირადი ანგარიშები და შეძლებისდაგავარად გამარტივდა შეკვეთების განთავსების პროცესი, რომელიც ადრე მხოლოდ ცალკეული არხების საშუალებით იყო შესაძლებელი
მას შემდეგ, რაც შეიქმნა ბაზა სტანდარტული და კონკრეტული პროცესებით, Ecosoft-ის გუნდს Microsoft Power BI-ის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღებისა და სიტუაციის შეფასების შესაძლებლობა მიეცა. დღეს ანალიტიკური ანგარიშები კომპანიის ყველა დონეზე გამოიყენება.ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობსა, შესაბამისობა და განახლება საგრძნობლად ამარტივებს მენეჯმენტს.
ამჟამად კომპანია B2B-ში CRM დანერგვის ეტაპზეა.
დამატებითი უპირატესობა
2018 წელის კომპანია Ecosoft BWT – წყლის წმენდისთვის საჭირო აღჭურვილობის მიმართულებით ლიდერი ჯგუფის ნაწილი გახდა. BWT იყენებს Microsoft-ის პორდუქტებს და შვილობილი კოომპანიებისგან მათ დანერგვას მოითხოვს. ანალოგიური ტექნოლოგიური ბაზის არსებობა კომპანია Ecosoft-ს ჰოლდინგთან საერთო ენის პოვნაშ დაეხმარა, ინტეგრაციის ეტაპზე შრომითი ხარჯები შეამცირა და თავიდან აიცილა ERP- და CRM-სისტემების ხელმეორედ დანერგვის აუცილებლობა.
Ecosoft ციფრულ კულტურას თავდაჯერებულად ავითარებს. ეს კი არამხოლოდ ინფორმაციული სისტემების დანერგვაში გამოიხატება. ის აყალიბებს საკუთარ მიდგომას პერსონალიზებული ფუნქციონალის მიმართულებით.
“საინფორმაციო სისტემების დანერგვა ჯერ კიდე არ არის ის ფინიშის ხაზი, რომლის შემდეგაც შეგვიძლია თავს შვების ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. ეს მუდმივი პროცესია, რომელიც ბიზნესთან და ტექნოლოგიებთან ერთად ვითარდება. ყველას წარმატებას ვუსურვებ ამ ციფრულ გზაზე!”
კომპანია SMART Business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე +995 599 30 54 55 ან გამოაგზავნეთ მოთხოვნა აქ.
-
გაიგეთ მეტი