თანამედროვე სამყაროში მომხმარებლებთან ურთიერთობა ყველა ასპექტს მოიცავს: თავდაპირველი ინტერესის გაჩენიდან, გარიგებიდან თუ ურთიერთობების განვითარებიდან, უკეთესი სერვისისა და მხარდაჭერის მიწოდებამდე. დღეს ეს გამოცდილება ხშირად ფრაგმენტულია, კლიენტებთან ურთიერთობა კი არათანმიმდევრული. გარდა ამისა, მომხმარებელთა მოლოდინები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
კლიენტებს აქვთ მოლოდინი, რომ ბრენდებს უკვე საკმარისი ინფორმაცია აქვთ მათი პრეფერენციების შესახებ, რომელიც ურთიერთობისას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია კონტაქტის ყველა წერტილში იყოს პერსონალიზებული და თანმიმდევრული. მეორეს მხრივ, მომხმარებლები არ ჩქარობენ პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას, რეკლამებისა და მომაბეზრებელი შეთავაზებების უაზრმაზარი ნაკადის შიშით.
მსოფლიო მასშტაბით მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობამ გვიჩვენა, რომ მარკეტინგის მენეჯერები თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინების დაკმაყოფილებას და პერსონალიზაციის უზრუნველყოფას მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევენ. კლიენტების შესახებ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მონაცემები ხშირად სხვადასხვა წყაროებშია მოცემული.
ამ ტენდენციების თანახმად, Microsoft-მა წარმოადგინა Customer Experience-ის გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების მართვის შესაძლებლობას უნიკალური გამოცდილებისთვის. პლატფორმა გაძლიერებულია ხელოვნური ინტელექტისა და ანალიტიკური ტექნოლოგიებით, მომხმარებლის ქცევის პროგნოზირების, ბაზარზე პროდუქციისა დემონსტრირებისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციისთვის. ასევე უზრუნველყოფს რელევანტური კონტენტის მიწოდებას საჭირო დროს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თქვენ შეძლებთ მომხმარებლებთან ურთიერთობის გზების გაფართოებას.
კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
cookie ფაილების გამოყენებისას ხშირი უარყოფის და ციფრული ID-ების მუდმივი ფრაგმენტაციის პირობებში, მომხმარებლების მონაცემთა სანდო პლატფორმის ქონა დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. მარკეტინგის მენეჯერებმა უნდა შექმნან კლიენტების კომპლექსური პროფილები და უზრუნველყონ მონაცემების დაცვა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების უმაღლესი კონტროლით რეალური დროში. Microsoft Customer Experience Platform საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ მომხმარებელთა მონაცემები, გაამდიდროთ ისინი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით და უზრუნველყოთ რეგულაციების დაცვა, კლიენტების მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გათვალისწინებით.
მაგალითად, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება პრიორიტეტულია როგორც კომპანიებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. სწორედ ამ პრინციპით აირჩია კომპანია Walgreens and Boots Alliance, Inc.-მა Microsoft-ის ტექნოლოგიები, რათა მიეღო სრული ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ და უზრუნველყო მსოფლიო დონის ციფრული გამოცდილება. Microsoft Dynamics 365 Customer Insights-ის გამოყენებით, Walgreens and Boots Alliance, Inc უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ჯანდაცვის მომსახურებას პაციენტებისა და მომხმარებლების უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვასთან ერთად.
შეიძინეთ აღფრთოვანებული მიმდევრები
კლიენტების მოზიდვასა და ღირებულების ზრდაზე ხარჯების შემცირება მთავარი ამოცანაა ნებისმიერი ბიზნესისთვის. ამ მიზნების მისაღწევად, მარკეტინგის მენეჯერებს ესაჭიროებათ დეტალური მონაცემები, მასშტაბირებადი ტექნოლოგია და სიღრსმისეული ანალიტიკა. ხელოვნური ინტელექტი იძლევა ტენდენციების და ახალ შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას, მაგრამ დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებას შეიძლება თვეები დასჭირდეს, დროის უმეტესი ნაწილი კი მონაცემების შეგროვებაზე, გაფილტვრაზე და პროგნოზირებადი მოდელების გაშვებაზე დაიხარჯება.
Customer Experience Platform-ით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მომხმარებელთა ქცევის შესახებ თქვენ ვერბ-გვერდებსა და მობილურ მოწყობილობებზე. ამ ინფორმაციის გამოყენებით უზრუნველოფთ გაყიდვების ძაბრის ოპტიმიზაციას. Microsoft გთავაზობთ სტანდარტულ შესაძლებლობებს, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტისა და გარე მოდელებით, რათა წინასწარ განსაზღვროს მომხმარებელთა ძირითადი ატრიბუტები, როგორიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობა, შეფერხება და მსგავსება ქცევასა და ინტერესებში, რათა დააჩქაროს შედეგები.
მოდით გავარჩიოთ თუ როგორ მუშაობს Microsoft Customer Experience Platform, კომპანია Chipotle-ის მაგალითზე, რომელიც წლიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურება. კომპანიას სურდა მიღო დეტალური მონაცმები მომხმარებელთა პრეფერენციების შესახებ და როგორ იცვლებოდნენ ისინი დროთა განმავლობაში. ამ საკითხის გადასაწყვეტად Chipotle-ს სჭირდებოდა ერთიანი პლატფორმა მომხმარებლის მონაცემების დასამუშავებლად. Microsoft-ის გადაწყვეტილებამ გააანალიზა მომხმარებლის მონაცემების მრავალი წყარო, მათ შორის ლოიალობის პროგრამა 17 მილიონზე მეტი წევრით, მონაცემები გაყიდვების წერტილებიდან, მომხმარებელთა მომსახურების ცენტრიდან და ციფრული არხებიდან. დღეს Chipotle-ს შეუძლია უფრო ეფექტურად შეაგროვოს და გააანალიზოს მონაცემები და თვალყური ადევნოს ძირითად მაჩვენებლებს, როგორიცაა განმეორებითი ვიზიტები, ცხოვრების ღირებულება და მომხმარებლის განწყობა.
ჩართეთ ახლებურად
დღეს მყიდველებს სურთ ნამდვილი კავშირი ბრენდებთან, რომლებიც სცდება პერსონალიზაციის ჩარჩოებს. მათ სჭირდებათ ახალი გამოცდილება, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრების წესს და სამუშაოს. წვდომისა და ROI-ის ოპტიმიზაციისთვის, მარკეტოლოგებმა არა მხოლოდ უნდა იფიქრონ შესყიდვის ხაზოვან გზაზე, არამედ უნდა გააერთიანონ მარკეტინგი, გაყიდვები და სერვისის შესაძლებლობები და შეუფერხებელი აქტივაციები მზარდი რაოდენობის შეხების წერტილებში.
Microsoft Customer Experience Platform უზრუნველყფს მომხმარებლის გზას AI შესაძლებლობების გამოყენებით: რეკლამებთან, ელ. ფოსტასთან, სოციალურ მედიასთან და მობილურ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებიდან პერსონალურ კონტაქტებამდე.
Dynamics 365 Customer Insights და Microsoft -ის ინტეგრაციის მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ და გამოიყენოთ აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტები, გააფართოვოთ მიზნობრივი სიები მსგავსი აუდიტორიით და ავტომატურად შექმნათ რემარკეტინგის კამპანიები. ეს სეგმენტები შეგიძლიათ გამოიყენოთ Microsoft Advertising-ში და სხვა სარეკლამო პლატფორმებში შეზღუდვების გარეშე, მიაწვდინოთ ხმა უფრო მეტ მომხმარებელს მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.
კომპანია Leatherman, მრავალფუნქციური ინსტრუმენტების სფეროს ლიდერი ეძებდა გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებდა მათ მზარდ მოთხოვნას D2C კომუნიკაციის მიმართულებით (ინგ. «Direct to Consumer» – პირდაპირ მომხმარებელთან). Customer Experience Platform-ის დახმარებით, კომპანია Leatherman-მა შექმნა პერსონალიზირებული კლიენტის გზა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის უწყვეტ კავშირს მათ ონლაინ მაღაზიაში.. მრავალჯერადი შეხების წერტილის კონფიგურაცია მომხმარებელთა ჩართულობის საშუალებას იძლევა რეალურ დროში.
SMART business კლიენტების მომსახუხრებას კომპლექსურად უდგება, ერთგვარი ეკოსისტემის სახით, რომელიც მრავალ პროცესს მოიცავს. ეს საშუალებას გაძლევთ გააანალიზოთ კლიენტის ბიზნესი შემდგომი მასშტაბირებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით თანამედროვე ინსტრუმენტებისა და სერვისების გამოყენებით.
თუ გსურთ კონსულტაცია კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით,
ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად: sales@smart-it.com