SMART business გამარჯვებულია ნომინაციაში «Microsoft Partner of the Year 2021» აზერბაიჯანში და «Microsoft Partner of the Year 2021» საქართველოში 

დღეს კომპანია SMART business-მა ორი ჯილდო დაიმსახურა: Microsoft Partner of the Year 2021 აზერბაიჯანში და საქართველოში. კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით Microsoft-ის წამყვან პარტნიორებს შორის, Microsoft-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციებისა და დანერგვის მიმართულებით გამორჩეული წარმატებისთვის კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა.

“ღრუბლოვანი ტექნოლოგიები ბიზნესის შესაძლებლობებს უსაზღვროს ხდის. დიახ, ჩვენ ვართ უკრაინული კომპანია, გვყავს ასობით კლიენტი უკრაინასა და მის საზღვრებს გარეთ. ამ კომპანიებმა თავიანთი ციფრული ტრანსფორმაცია სწორედ SMART business-ს ანდეს. თუმცა, უკანასკნელი წლების მანძილზე საერთაშორისო მიმართულების განვითარებაზე საკმაოდ დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ. გავხსენით ოფისები პოლონეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და აშშ-ში.

ჩვენი იდეა შემდეგში მდგომარეობს: მივცეთ სხვა ქვეყნებს შესაძლებლობა გამოიყენონ უკრაინულ ოფისში შექმნილი ექსპერტიზა, საუკეთესო პრაქტიკა და მზა გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი ადგილობრივ ბაზარს და კანონმდებლობას მოარგებენ. შესაბამისად გულითადად გვიხარია გუნდის წარმატება, კლიენტების კეთილგანწყობა და Microsoft-ის მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც SMART business-მა წლის პარტნიორის სტატუსი ერთდროულად ორ ქვეყანაში მიიღო.”

Author's imageნატალია ონიშუკი SMART business-ის მმართველი პარტნიორი

Microsoft Partner of the Year-ის ჯილდო გადაეცემა Microsoft-ის პარტნიორებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში შეიმუშავეს და წარმოადგინეს შესანიშნავი გადაწყვეტილებები Microsoft-ის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. ჯილდოები კლასიფიცირებულია სხვადასხვა კატეგორიებში, კანდიდატები 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4400-ზე მეტ კომპანიას შორის შეირჩა. კომპანია SMART business გამორჩეული გადაწყვეტილებების დანერვისა და მაღალი კვალიფიციური მომსახურების გაწევისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთდროულად დაჯილდოვდა.

Microsoft Partner of the Year-ის ჯილდო კომპანიებს პარტნიორებს გამორჩეული წარმატებისა და ინოვაციებისთვის გადაეცემათ სხვადასხვა კატეგორიებში, რომელიც პარტნიორების კომპეტენციებს, ღრუბლოვან და პერიფერიულ ტექნოლოგიებს, მომხმარებლის კეთილგანწყობას და სოციალურ გავლენას მოიცავს.

“ჩემთვის დიდი პატივია Microsoft Partner of the Year 2021-ის ჯილდოს ფინალისტებისა და გამარჯვებულების დასახელება. ამ არაჩვეულებრივმა პარტნიორებმა მსოფლიო დონის კლიენტთა გადაწყვეტილებების შექმნაში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს – ღრუბლოვანი სისტემებიდან პერიფერიულ სისტემებამდე, რომლებიც ერთი-ერთი საუკეთესოა ჩვენს ეკოსისტემაში.”

Author's imageროდინ კლარკიMicrosoft-ის პარტნიორების გლობალური გადაწყვეტილებების და გაყიდვებისა კორპორატიული ვიცე პრეზიდენტი.

გაიგეთ მეტი: pr@smart-it.com

Posted in: