SMART business-ის გაფართოებული სპეციალიზაციები, როგორც ექსპერტიზისა და ცოდნის სიღრმის მაჩვენებელი

სიტუაცია, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმის კონსულტაციაა საჭირო, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება, ასაკის, სქესის თუ დაბადების ადგილის მიუხედავად. როგორ ავარჩიოთ ათასი სპეციალისტიდან ის ერთადერთი, „ნამდვილი“, რომელსაც შეგვიძლია ვანდოთ ყველაზე ძვირფასი, რაც კი გაგვაჩნია?

ცხადია, მას უმაღლესი სასწავლებელი უნდა ჰქონდეს დამთავრებული, წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ინტერნატურა, თუმცა კლინიკური ორდინატურის გავლა უფრო სასურველია. თუ უკვე დიდი ხანია მუშაობს, კარგი იქნება, თუ დავინტერესდებით, მუდმივად იმაღლებს თუ არა კვალიფიკაციას, და საერთოდ, ინტერესდება თუ არა მსოფლიო მედიცინის პროგრესით?

თუ სიტუაცისას ამ მხრიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ სპეციალისტის კედელზე გამოკრული დიპლომები და ჯილდოები ინტერიერის დეკორაცია კი არა, არამედ პაციენტისთვის მიცემული რჩევაა, თუ როგორ მოიქცეს: აქ დარჩეს თუ ვინმე უფრო კომპეტენტური ეძებოს.

ყველაფერი ზუსტად ასე ხდება მაშინაც, როცა საქმე ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციას ეხება. მაგალითად, თქვენ დანამდვილებით იცით, რომ Microsoft-ის პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს თქვენი კომპანიის მოთხოვნებს, თუმცა Microsoft-ის იმ პარტნიორი კომპანიის შერჩევა, რომელიც ანალიზს კომპეტენტურად ჩაატარებს ანალიზს და ამ პროდუქტების დანერგვას, საკმაოდ რთული საქმეა.

ჩვენი რჩევაა, რომ ყურადღება Microsoft-ის პარტნიორების კომპეტენციების არსებობაზე და გაფართოებულ სპეციალიზაციებზე გაამახვილოთ. ნაყოფიერი მუშაობის 12 წლის მანძილზე SMART business-მა 18 შესაძლო ოქროს კომპეტენციიდან უკვე 18-ვე მოიპოვა. ეს მსოფლიო მასშტაბითაც კი უდიდესი მიღწევაა, უკრაინაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თუმცა SMART business ამაზე გაჩერებას არ აპირებს! ჩვენ ახლა მიზნად იმ გაფართოებული სპეციალიზაციების მოპოვება დავისახეთ, რომლებიც Microsoft-ის საზოგადოებაში ცნობილია advanced specialization-ის სახელით. მათ მისაღებად საჭიროა კომპანიის პორტფელში წარმატებულად რეალიზებული და დასრულებული კონკრეტული სფეროს პროექტების არსებობა, აუდიტის გავლა დამოუკიდებელი შემფასებელთან, კორპორაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება ფინანსური მაჩვენებლების მხრივ და თანამშრომლების მიერ წარმატებით ჩაბარებული ტექნიკური გამოცდების მთელი წყება.

ამ დროისთვის SMART business-მა უკვე სამი გაფართოებული სპეციალიზაცია მიიღო!

Modernization of Web Applications to Microsoft Azure

რას გულისხმობს?

ვებ-აპლიკაციების მოდერნიზაციის მოწინავე სპეციალიზაცია ადასტურებს SMART business-ის გამოცდილებას ლოკალური სერვისებისა და მონაცემების მიგრაციის, Azure DevOps-ის გამოყენებით დავალებების მართვის, დეველოპმენტის და Microsoft Azure-ის პლატფორმაზე მომსახურების მართვის მიმართულებით. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი აპლიკაციების ოპტიმიზაციაში: ლოკალური სერვისები შესაძლოა ჩანაცვლდეს low-code სერვისებით ან მთლიანად SaaS-ით.

ვისთვისაა საჭირო?

ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სურს ღრუბლოვან სერვისებზე გადასვლა, რადგან კომპანიაში საერთო წვდომის მქონე ღრუბლოვანი გარემოს დანერგვა, ხშირად პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციის ინსპირაცია ხდება.

გაიგეთ მეტი

Adoption and Change Management

რას გულისხმობს?

სპეციალიზაცია ცვლილებების მართვისა და ადაპტაციის მიმართულებით შესანიშნავად წარმოაჩენს SMART business-ის შესაძლებლობას დაეხმაროს მომხმარებელს ბიზნეს-შედეგების მიღწევაში, მომხმარებლის Microsoft 365 (ყოფილი Office 365)-თან მუშაობის ახალი მეთოდების ადაპტაციის გზით.

ვის სჭირდება?

თუ თქვენი კომპანია გეგმავს Microsoft 365 (Teams, Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneNote, OneDrive, Yammer და სხვა) სერვისების გამოყენებას ან უკვე იყენებს მას, თუმცა სრული პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების გამოუყენებლად, გთავაზობთ ადაპტაციის პროგრამის გავლას SMART business-თან ერთად. ტრენინგებისა და საგანამანათლებლო კურსები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ Microsoft 365 და ციფრული უნარების გამოყენება თქვენს კომპანიაში.

გაიგეთ მეტი

Meetings and Meeting Rooms

რას გულისხმობს?

„შეხვედრებისა და შეხვედრების ოთახების“ კომპეტენციების ფართო სპექტრი SMART business-ის მიერ Microsoft Teams-ის ინსტრუმენტების გამოყენების მაღალი კომპეტენციის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც ინდივიდუალური, თათბირის თუ კონფერენციის ტიპის შეხვედრების ჩატარებისთვის გამოიყენება.

ვის სჭირდება?

შეიძლება მოკლედ და ლაკონურად ითქვას – „ყველას“.

თანამედროვე კომპანიის მუშაობის მეთოდები ძალიან სწრაფად იცვლება. Microsoft Teams – არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიაში ონლაინ თანამშრომლობასა და ურთიერთობას უწყობს ხელს, რაც თავისთავად არ ჩამოუვარდება პირად კომუნიკაციას. Microsoft-ის 2020 წლის აპრილის მონაცემებით 1 დღის განმავლობაში Microsoft Teams-ის შეხვედრებში მონაწილეობდა 200 000 000-ზე მეტი ადამიანი, რაც დაახლოებით შეხვედრებზე დახარჯული 4,1 მილიარდი წუთია.

გაიგეთ მეტი

გისურვებთ ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთებას, ნებისმიერ სფეროში. ექიმის არჩევიდან, ავტომატიზაციის ექსპერტებამდე. ჩვენ კი სიამოვნებით დაგეხმარებით!
დაგვიკავშირდით sales@smart-it.com

Posted in: