Microsoft Viva: მეტი შესაძლებლობები თანამშრომლებისათვის ციფრულ ეპოქაში

თანამშრომლების 94% აცხადებს, რომ დარჩებოდა კომპანიაში, რომელიც მათ სწავლასა და განვითარებაში გააკეთებდა ინვესტიციას.

დანამდვილებით თქმა, რომ თანამშრომლებზე ზრუნვა სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია – რთულია. ბიზნეს-პროცესები მაქსიმალურად გადადის ციფრულ სფეროში, თანამშრომლებზე ზრუნვისთვის კი დიჯიტალ ფორმატის გამოყენებაა საჭირო. 2021 წელს ამ ამოცანის გადასაჭრელად სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი ხდება ხელმისაწვდომი.

ჩნდება ტექნოლოგიური გადაწყვეტილების ახალი კატეგორია სახელწოდებით – Employee Experience Platform (თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის განკუთვნილი პლატფორმები). EXP-ის საშუალებით თანამშრომელი ყურადღების ცენტრში ექცევა, ერთიანდება ციფრული სამუშაო ადგილი და სისტემები პერსონალის მხარდაჭერისა და მოტივაციის ასამღლებლად. ეს ყველაფერი თანამშრომელს ორგანიზაციის მისიისა და კულტურის გაზიარებაში ეხმარება, შესაბამისად ის უფრო პროდუქტიული ხდება და მის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობაც იზრდება.

Microsoft ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს Microsoft Viva გადაწყვეტილებით პასუხობს. ეს გახლავთ პირველი თანამშრომლებთან ურთიერთობის პლატფორმა, რომელიც კომუნიკაციის, ცოდნის, ტრენინგების, რესურსებისა და თანამშრომლების ინტეგრირებული გამოცდილების ფორმულირებას აერთიანებს. Viva იყენებს Microsoft Teams-ის სიმძლავრეს Microsoft 365-ის სხვა აპლიკაციებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

რომელ მოდულებს მოიცავს პროდუქტი Microsoft Viva?

თემების მიხედვით დაჯგუფებული ინფორმაცია Viva Topics-ის გამოყენებით

Viva Topics კორპორატიული კონტენტისა და გამოცდილების კატეგორიებად დაყოფის ავტომატური ორგანიზებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. დაჯგუფებული ცოდნა ზრდის Microsoft Search-ის ეფექტურობას თანამშრომლებისთვის საინფორმაციო ბარათების ავტომატური ასახვის გზით, რომლებიც ისეთ აპლიკაციებში მუშაობენ, როგორცაა Office, SharePoint და Teams. თანამშრომლების ბარათზე დაწკაპუნებით იხსნება თემის გვერდი დოკუმენტებთან, ვიდეო და მონაწილეებთან ერთად.

ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის Viva Insights-ის გამოყენებით

MyAnalytics და Workplace Analytics-ზე დაყრდნობით Insights თითოეული თანამშრომლის, ჯგუფებისა და ხელმძღვანელებისთვის პროდუქტიულობის გაუმჯობესებისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისთვის, ანალიტიკურ მონაცემებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს უზრუნველყოფს. შიდა ინფორმაცია ცხადია კონფიდენციალურია.

ტრენინგების ჰაბი Viva Learning-ის გამოყენებით

Viva Learning – ეს არის ტრენინგების ცენტრალური ჰაბი Teams-ში, სადაც ხელოვნური ინტელექტი საჭირო დროს, საჭირო კონტენტს გთავაზობთ, რაც სწავლების პროცესს სამუშაო დღის განუყოფელ ნაწილად აქცევს. ის აერთიანებს LinkedIn Learning, Microsoft Learn და აგრეთვე ორგანიზაციის პირად კონტენტს, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გააზიარონ, დანიშნონ და გაიარონ სხვადასხვა ტრეინინგები.

კორპორატიული კულტურის ფორმირება Viva Connections-ის გამოყენებით

SharePoint და Yammer-ის არსებულ შესაძლებლობებზე გაყრდნობით, Viva Connections თანამშრომლებს კორპორატიულ ცხოვრებაში მონაწილეობისა და აქტიურად ჩართვისთვის სთავაზობს ურთიერთობის სივრცეს, სიახლეების გაზიარებისა და თემატური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას.

სთავაზობს ურთიერთობის სივრცეს, სიახლეების გაზიარებისა და თემატური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

 

დღეს კომპანიები წლიურად 300 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ თანამშრომლებზე. ეს ბიუჯეტი მოიცავს თანამშრომლების განვითარებას და ტრენინგებს, სოციალურ პაკეტს და ტექნოლოგიების მთელ რიგს, რომელიც Employee Experience-ს უკავშირდება. ძალიან ხშირად ეს ტექნოლოგიები დაფრაგმენტებული და რთული მოსაძიებელია, რაც სამუშაო პროცესს უშლის ხელს. Microsoft თვლის, რომ თანამშრომლებზე ზრუნვისათვის ახალი მიდგომა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილების კატეგორიაა საჭირო.

Microsoft Viva – წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს რესურსებსა და მხარდაჭერას, ის სრულადაა ინტეგრირებული იმ ინსტრუმენტებში, რომლებსაც თანამშრომლები უკვე იყენებენ მუშაობის პროცესში.

კვლევები ამტკიცებენ რომ თანამშრომლები უფრო ბედნიერები არიან, როდესაც იცავენ work-life balance, გრძნობენ კავშირს კომპანიასთან და ამასთანავე სწავლისა და ზრდის შესაძლებლობა ეძლევათ. Microsoft Viva ყველა ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს გადაწყვეტილების პირდაპირ Microsoft 365-ში ინტეგრაციის გზით.

SMART business დარწმუნებულია, რომ თანამშრომლების კეთილდღეობაში ჩადებული ინვესტიცია ხელს უწყობს კადრების გადინების შემცირებას, კომპანიას კი წარმატების მიღწევაში ეხმარება.

მარტში ვგეგმავთ მასალების სერიის გამოშვებას, რომლებიც Microsoft Viva-ს თითოეული მოდულის ფუნქციონალის განხილვას მოიცავს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დეტალურად შეაფასოთ თანამშრომლების მუშაობისა და ზრუნვის ახალი კომპლექსური ინსტრუმენტის უპირატესობები და დანერგვის აუცილებლობა, რომელიც ყველა ბიზნესისთვის ერთ-ერთ აუცილებელი რესურსია.

 

Posted in: