სწრაფი შეთანხმება, ოფლაინ-მუშაობა და საერთო კალენდარი Teams-ის არხებისთვის: იანვრის სიახლეები

წარმოგიდგენთ Microsoft Teams-ის ახალ ფუნქციონალს, რომელიც 2021 წლის იანვრიდან გახდა ხელმისაწვდომი. იმედია, რომ საკომუნიკაციო პლატფორმა Teams-ის ასეთი კოსმოსური სიჩქარით განვითარება თქვენც გახარებთ!

ჩატი და კოლაბორაცია

შეთანხმებები Teams-ში

ინსტრუმენტი „შეთანხმება“ ყველას, რიგითი თანამშრომლიდან ტოპ-მენეჯერამდე, იმ კითხვების შექმნის, რედაქტირებისა და სწრაფი ურთიერთგაცვლის საშუალებას აძლევს, რომლებიც შეთანხმებას საჭიროებს. შეთანხმების ფორმის გაშვება შეიძლება ჩატიდან, არხიდან ან დანართიდან Approvals. ამისთვის საჭიროა უბრალოდ შეიყვანოთ მოთხოვნა, დაამატოთ დეტალები, მიამაგროთ ფაილი და აირჩიოთ შემთანხმებლები. შემთანხმებლები შეტყობინებას გაგზავნისთანავე მიიღებენ.

ავტომატური გაგზავნა

თქვენ უკვე ინტერნეტ-კავშირის გარეშეც შეგიძლიათ იყოთ პროდუქტიული. შეტყობინებების წერა და რედაქტირება უკვე ოფლაინ-რეჟიმშიც შეგიძლიათ. ტექსტი მაშინვე გაიგზავნება, როგორც კი კვლავ ქსელში აღმოჩნდებით.

დაამატეთ გუნდში 10 000 მონაწილე

შექმენით საერთო-საორგანიზაციო გუნდი, რათა მთელი თქვენი კომპანიის შიგნით კოლაბორაცია და კომუნიკაცია უზრუნველყოთ. პირველი ტენანტის ფარგლებში გლობალურ ადმინისტრატორებს 10 000 -მონაწილიანი 5 გუნდის შექმნა შეუძლიათ. Active Directory-ის საშუალებით ჩართვა აქტუალურ წევრობას უზრუნველყოფს ახალი წევრებისთვისაც და მათთვისაც, ვინც კომპანიას ტოვებს.

შეხვედრები

შეკრებების ჩატების რეგულირება

შეხვედრების ორგანიზატორებს შეუძლიათ შეხვედრის ჩატის სამი ვარიანტიდან ერთ-ეთის არჩევა. ვარიანტის “Disabled” არჩევისას ჩატში წერის შესაძლებლობა ყველას ეზღუდება. “Only during the meeting”-ის არჩევისას ურთიერთობა მთელი შეხვედრის განმავლობაშია შესაძლებელი. “Enabled”-ის არჩევისას შეხვედრის ორგანიზატორები და მონაწილეები ჩატებთან ნებისმიერი დროით წვდომის შესაძლებლობას იღებენ.

საერთო კალენდარი Teams-ის არხისთვის

თქვენ შეგიძლიათ კალენდრის შექმნა და მისი გაზიარება განსაზღვრული არხის მონაწილეებისათვის. შეტყობინება ახალი შეკრების შესახებ ავტომატურად ქვეყნდება არხის აქტივობების მწკრივზე, რის შემდეგაც შეგიძლიათ მისი პირად კალენდარში დამატება. კალენდარზე წვდომა არხის ყველა მონაწილეს შეუძლია, გარდა სტუმრებისა.

გისურვებთ პროდუქტიულ გუნდურ მუშაობას!

Posted in: