2020 წლის ივნისმა კომპანია SMART business-ს Microsoft-ის მე-13 ოქროს კომპეტენცია მოუტანა Cloud Business Applications-ის სპეციალიზაციაში (კატეგორია Business Applications), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მაღალ სტატუსს და თანამშრომელთა ტექნიკური განათლების უმაღლეს დონეს.
რატომ არის კომპეტენციები ესოდენ მნიშვნელოვანი Microsoft-ის პარტნიორებისთვის?
Microsoft-ის კომპეტენცია წარმოადგენს პარტნიორის იმ უნარების შეფასებას, რომლებიც კლიენტების ბიზნეს-წარმატებას განაპირობებენ და თანაც კომპანიის დეველოპერების ექპერტიზის უმაღლეს დონეზე მიუთითებენ.
Microsoft-ის ყოველ პარტნიორს შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ 19 კომპეტენცია შემდეგ 4 კატეგორიაში:
- აპლიკაციები და ინფრასტრუქტურა;
- ბიზნეს აპლიკაციები;
- მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი;
- თანამედროვე სამუშაო სივრცე.
როდესაც კომანია იღებს Microsoft-ის ოქროს კომპეტენციას Cloud Business Applications სპეციალიზაციით, იგი ამტკიცებს როგორც Microsoft Dynamics 365-ის დანერგვისა და მხარდაჭერის სერვისის მაღალი დონის უზრუნველყოფის უნარს, ასევე კომპანიის შტატში სერტიფიცირებული თანამშრომლების არსებობასა და მათ მზადყოფნას პროფესიული მომსახურების გასაწევად.
სერთიფიცირება როგორც თანამშრომელთა, ასევე მთლიანად კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომაა, რომ გუნდის ყოველი ახალი წევრი გადის სერტიფიცირების ეტაპს საკუთარი ცოდნისა და კომპეტენციის სრულყოფის მიზნით.
11 წლის განმავლობაში SMART business რეგულარულად ადასტურებს აიტი-სერვისების მიწოდების მაღალ დონეს, ჩვენ 600-ზე მეტი კლიენტი გვენდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარულნი ვართ დავადასტუროთ Microsoft-ის მე-13 ოქროს კომპეტენციით ჩვენთვის გამოცხადებული მაღალი ნდობა.