Microsoft -ის წლის პარტნიორი – ყოველწლიური საერთაშორისო დონის ჯილდოა Microsoft -ის პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებმაც მაღალ შედეგებს მიაღწიეს Microsoft-ის მრავალრიცხვოვანი მომხმარებლებისთვის გადაწყვეტების უზრუნველყოფით, გასული წლის განმავლობაში.
ჯილდო ამტკიცებს ეფექტურ თანამშრომლობას Microsoft -ის ლოკალურ ოფისებთან, მაღალ კონკურენტუნარიანობას შეთავაზებულ გადაწყვეტებსა და კლიენტების ბიზნესის შემოსავლის მაჩვენებლის ზრდაში.
წელს SMART business შეირჩა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 3300 ნომინანტს შორის და 2020 წლის Microsoft-ის წლის პარტნიორი ქვეყნის წოდება მიენიჭა საქართველოში.
11 წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე, ჩვენ ვახორციელებთ ინოვაციურ მომსახურებას, ვნერგავთ მსოფლიო კლასის მრავალფუნქციურ გადაწყვეტებს Microsoft-ის პლატფორმების საფუძველზე, რითაც წარმატებით ვწყვეტთ ჩვენი კლიენტების ბიზნეს-ამოცანებს. ჩვენ ვამაღლებთ თანამშრომელთა ცოდნის დონესა და კლიენტების კმაყოფილების ხარისხს მუდმივი სწავლებისა და ხარისხის სტანდარტების განუწყვეტელი ზრდის საშუალებით.
ჩვენ ვაფასებთ ამ ნდობას და ჩვენს მისიას ხანგრძლივ თანამშრომლობაში ვხედავთ, მომსახურების პროფესიული სტანდარტებისა და SMART-ის ბიზნეს-ექსპერტების გამოცდილების სანაცვლოდ.
ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენს მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა.
ჩვენ ვამაყობთ SMART business-ის გუნდით და მადლიერებას გამოვხატავთ კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ ნდობისა და თანამშრომლობისათვის. მოხარულები ვართ, რომ მესამე წელია ზედიზედ გვირჩევენ მსოფლიოს ათასობით პარტნიორს შორის. ეს ჩვენთვის დიდი ჯილდოც და პატივია.
ჩვენ ვაგრძელებთ სამყაროს გაუმჯობესებას და უზრუნველვყოფთ ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას