პორტალის დეველოპმენტი პროექტის დოკუმენტაციის შესანახად დეველოპერული კომპანია Avalon-თვის
ლვოვი უკრაინის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. ქალაქის სილამაზის შენარჩუნებაში კი უზარმაზარი წვლილი დეველოპერულ კომპანიებს მიუძღვის, სწორედ ისინი გეგემავენ და ახორციელებენ პროექტებს ისტორიული არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების კანონიკის გათვალისწინებით.კომპანია Avalon 2014 წლიდან დაკავებულია ლვოვის განვითარებით. როგორც წესი კომპანიაში ერთდროულად მიმდინარეობს 8-10 აქტიური პროექტი სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისად მარტივი წარმოსადგენია, თუ რა მასშტაბის დოკუმენტაციასთან უწევთ გამკლავება თანამშრომლებს.
-
კლიენტი
Avalon
ვებ-გვერდი: avalon-inc.com.ua
ქვეყანა: უკრაინა
სფერო: დეველოპმენტი და მშენებლობა
შემკვეთის კატეგორია: SMB (500 თანამშრომლამდე)
კლიენტის პროფილი
2014 წლიდან კომპანია ქალაქ ლვოვში არქიტექტურული ობიექტების მშენებლობითაა დაკავებული. ის ლონდონის European Property Awards-ის არაერთგზის მფლობელია.
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები
Microsoft 365
Share Point
Teams
Power Automate
Azure Functions
-
თითოეული პროექტი მოიცავს ძირითად ეტაპებს:გარემოს ანალიზი, კონკურენტული გარემო (რის შედეგადაც კეთდება დასკვნები მომავალი საცხოვრებლის კლასისა და ტიპის შესახებ), ფინანსური მოდელისა და პროექტის მომგებიანობის განსაზღვრა, მარკეტინგული სტრატეგია, გაყიდვები, დაპროექტება და მშენებლობა. საბოლოო, და როგორც წესი, ყველაზე სასიამოვნო ეტაპი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ინვესტორებისთვის გასაღების გადაცემის მომენტია.
პროექტის დოკუმენტაციის სტუქტურირებისა და real-time წვდომის მისაღებად, Avalon-მა კონკრეტული იერარქიის მქონე ღრუბლოვანი სანახის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. სამშენებლო კომპანიამ უკვე გამოსცადა Microsoft Teams-თან მუშაობის უპირატესობები, მთავარი მოთხოვნები Microsoft-ის მომწოდებლის პროდუქტებისა და სერვისების გამოყენება იყო.
კომპანია „ავალონის“ პროექტი
SMART business-მა კომპანიას Microsoft SharePoint-ის ბაზაზე პორტალის იმპლემენტაცია ურჩია, რომელსაც პირდაპირი ინტეგრაცია აქვს Teams-თან. ამით მოუწესრიგებელი ფაილებისა და დოკუმენტაციის პრობლემა მოგვარდა. სტრუქტურიზებამ და მიგრაციამ ღრუბლოვან სისტემაში საშუალება მისცა დისტანციურ რეჟიმში მომუშავე ან პრეზენტაციაზე მყოფ თანამშრომლებს რეალურ დროში აჩვენონ პროექტი ინვესტორებს. ამჟამად ფაილებზე წვდომა აქვს ყველა თანამშრომელს ნებისმიერი მოწყობილობიდან და ნებისმიერი ადგილიდან.
ამასთანავე SharePoint-ის პორტალი სინქრონიზებულია კომპანიის ლოკალურ რესურსებთან. მისი მიზანი კომპლექსურ ფაილებთან მუშაობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამარტივებაა ისეთი არქიტექტურული დავალებებისთვის, როგორებიცაა Autodesk Revit ან AutoCAD.
კომპანიის დოკუმენტებზე წვდომა არამარტო თანამშრომლებს, არამედ მომწოდებლებსაც აქვთ. კომპანია Avalon-ს შეუძლია დარწმუნებული იყოს გადაწყვეტილების უსაფრთხოებაში, რადგან SharePoint-ს უკვე აქვს შესაბამისი ვერსიები, ასევე პორტალი სინქრონიზებულია ლოკალურ რესურსებთან — ანუ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ლოკალურ ვერსიებთან წვდომის შესაძლებლობა. და, რა თქმა უნდა, თავად მომწოდებელი Microsoft ბრწყინვალე უსაფრთხოების გარანტიაა.
პროექტების ვებ-გვერდები Avalon Project Hub-ში
გადაწყვეტილება მოიცავს მრავალი დონის მქონე წვდომის უფლების კონფიგურაციას. ცალკე არსებობს წვდომა კატალოგზე ან მთლიან ფაილზე, ჩანაწერის გაკეთების ან წაკითხვის შესაძლებლობა. ამჟამად კომპანიაში იყენებენ 2 როლს – ადმინისტრატორის და რიგითი მომხმარებლის, თუმცა იგეგმება ცალკეული როლის დამატება კომპანიებისთვის, რომლებიც აუთსორსინგში არიან ჩართულები.
კლიენტი უზრუნველყოფილია მაქსიმალურად მოსახერხებელი ფაილის ატვირთვის და ამასათანავე სტრუქტურიაში ახალი ელემენტების დამუკიდებლად დამატების შესაძლებლობით.
ამ პროექტის განსახორციელებლად SharePoint Online და Teams-ის გარდა საჭირო გახდა შემდეგი სერვისები:
- Power Automate — low-code პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკაციებსა და სხვა სერვისებს შორის არსებული სამუშაო პროცესების ავტომატიაზაციას. მისი დახმარებით ხორციელდება ფაილების სინქონიზაცია და მონაცემების შეგროვება.
- Azure Functions ასევე ეხმარება ავტომატიზირებული სამუშაო პროცესების შექმნაში, ხელით დაწერილი კოდის მეშვეობით. ამ სერვისის წყალობით, შესაძლებელი გახდა გასაგები და სასაიმოვნო ფაილების სტრუქტურის ინტერფეისის შექმნა.
საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია Avalon-გან
SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ. -
გაიგეთ მეტი