აგროსაწარმო ჰოლდინგმა ასტარტამ Microsoft SharePoint-ის ტექნოლოგიურ ბაზაზე შექმნილი შიდა კორპორატიული პორტალი დანერგა
აგროსაწარმო ჰოლდინგი „ასტარტა-კიევი“-ის საქმიანობის მანძილზე მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა. ამ დროის განმავლობაში, ტრანსფორმირების, სრულყოფის და ბიზნეს საქმიანობის მიმართულებით, იცვლებოდა თავად კომპანიაც.უცვლელი კი ყოველთვის ასტარტას მიზანი იყო – ძლიერი უკრაინის შენება და მსოფლიო მასთაბით ნდობიბის განმტკიცება.
ასტარტა – მისი ისტორია 28 წელზე მეტია, რაც გრძელდება: ის ეკოსისტემურ პარტნიორობაზე, უწყვეტ განვითარებაზე, ინოვაციებზე, მაქსიმალურ ეფექტურობაზე, პასუხისმგებლობასა და ურთიერთ ნდობაზეა დაფუძნებული. გუნდის შიდა და პარტნიორების სიძლიერის წყალობით ასტარტა მრავალი წლის განმვალობაში არ თმობდა ლიდერის პოზიციას სასოფლო-სამეორნეო პროდუქციის ბაზარზე. ასტარტას განკარგულებაში უკრაინის რვა რეგიონში 230 ჰა-ზე მეტი მიწაა, შაქრის წარმოება კი 3 ქარხანაში მიმდინარეობს, რომლის წილიც ქვეყნის მასშტაბით 22% შეადგენს.
კლიენტი
ასტარტა-კიევი
ვებ-გვერდი: astartaholding.com
ქვეყანა: უკრაინა
დარგი: აგროსაწარმო ჰოლდინგი
დამკვეთის მოცულობა: მსხვილი
(1 000 – 9 999 თანამშრომელი)
კლიენტის პროფილი
ასტარტა-კიევი – ერთ-ერთი უმსხვილესი ვერტიკალურად ინტეგრირებული აგროინდუსტრიული ჰოლდინგია უკრაინაში. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიდან აღსანისნავია სოფლის მეურნეობა, შაქრის წარმოება, მეცხოველეობა, სოიოს გადამუშავება და ბიოენერგეტიკა.
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები
Microsoft SharePoint
-
ფერმერულ მეურნებოაში წარმოებული რძის 90%-ზე მეტი უმაღლესი ხარისხისაა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 22000-ზე მეტია. კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოიოს მწარმოებელია უკრაინაში: ყოველწლიურად გადამუშავებული პროდუქტის მოცულობა 220 ათას ტონას აღემატება.
ასტარტას საწარმოო სიმძლავრეები
კომპანია ასტარტაში გაჩნდა შიდა კორპორატიული პორტალის დანერგვის აუცილებლობა, რომლის მთავარი მიზანიც კომპანიის ყველა თანამშრომლის ერთიან საინფორმაციო ველში გაერთიანება იყო, პროგრამებთან და სერვისებთან სწრაფი და მოსახერხებელი წვდომა, რომელიც აუცილებელია სამუშაო პროცესში, კორპორატიული კულტრურის გაძლიერება და წვდომა ინფორმაციასა თუ სერვისებზე ნებისმიერ დროს.
გადაწვეტილების ძირითადი მოთხოვნები იყო:
- თანამშრომლების ოპერატიული ინფორმირება, მათ შორის ისეთებისთვისაც, ვისაც სააღრიცხვო ჩანაწერი არ გააჩნიათ.
- კომპანიის საორგანიზაციო სტრუქტურის ფორმირება.
- კონტაქტების სახელმძღვანელოს რეალიზაცია დიფერენცირებული საძიებო სისტემით.
- დაბადების დღეების სიის ასახვა „მიმდინარე თარიღი + 2 დღე“ სქემის პრინციპით.
- კომპანიის შეიდა მოვლენების მართვა პორტალის ადმინისტრატორის მიერ.
- პორტალის დანრგვა მოკლე ვადებში.
კომპანია SMART business-მა გადაწყვეტილება Microsoft SharePoint ტექნოლოგიების ბაზაზე შეიმუშავა, რამაც კლიენტს საჭირო ადაპტირებული ფუნქციონალი მინიმალურ ვადებში დანერგვის საშუალება მისცა. თანამშრომლებმა კორპორაციულ ინფორმაციასთან სწრაფი წვდომა მიიღეს:
- კორპორაციული სიახლეებისა და სამიზნე ბაზრის სიახლეების ასახვა.
- კორპორაციული და საინფორმაციო მასალებისადმი სწრაფი წვდომა.
- შტატის ინფორმირება ახალი თანამშრომლების შესახებ პორტალის მთავარ გვერდზე განთავსებული შეტყობინებით.
- შეტყობინებები კოლეგების დაბდადების დღეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
- კორპორატიული ვიდეო და ფოტომასალის შენახვა.
- კორპორაციის გარე რესურსებზე სწრაფი და მოსახერხებელი გადასვლა.
- „ორგანიზაციული სტრუქტურის“ რეალიზაცია.
- თანამშრომლების პერსონალური სერვისები „პირად გვერდზე“.
* შენიშვნა. SMART business-ის „ოქროს პარტნიორის“ხსენებისას, ალექსანდრე გულისხმობს Microsoft-ის 18 შესაძლო კომპეტენციიდან თვარმეტივეს.
ERP-სისტემის საწარმოში ინტეგრაციამ შესაძლებელი გახადა:
- საკადრო ცვლილებებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ოპერატიული ასახვა.
- თანამშრომელთა აქტიური საკონტაქტო ინფორმაციის გაცნობა.
- კოლეგების შესახებ ინფორმაციის სწრაფი და მოსახერხებელი მოძიება.
კლიენტის მოთხოვნის თანახმად სტანდარტული „ღონისძიებების კალენდარი“ და „გამოკითხვები“- გრაფების დიზაინი უფრო კომპაქტური გრაფებით შეიცვალა, რადგან ისინი პორტალის მთავარ გვერდზე დიდ ადგილს იკავებდნენ.
ასევე მთავარ გვერდზე დაემატა „საომფორმაციო დინამიური ბანერების“ გრაფა დამატებითი აქტუალური ინფორმაციით და ბმულების დამატების შესაძლებლობით.
კლიენტის მხრიდან პორტალზე სწრაფი წვდომისათვის ბრაუზერზე შესვლისას გადაწყვეტის ავტომატური ჩატვირთვაა წარმოდგენილი.
ასტარტა გეგმავს შიდა კორპორაციული პორტალის შემდგომ განვითარებას და შემდეგი საკითხების რეალიზებას:
- ლოჯისტიკურ სერვისებს.
- ცოდნის ბაზას.
- საორგანიზაციო სტრუქტურის, მათ შორის ყოველი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციის მულტიმედიურ ასახვას.
SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ. -
გაიგეთ მეტი