წარმატების ისტორია: Crystal

  • ფინანსური მომსახურებებისადმი წვდომის გაფართოების ქართული ორგანიზაცია ციფრული შესაძლებლობების ეპოქაში შედის

    საქართველოში დაფუძნებული კომპანია Crystal-ი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში ფინანსური მომსახურებებზე წვდომას აფართოებს და ქმნის ინოვაციურ და სოციალურად დატვირთულ საფინანსო გადაწყვეტებს საკუთარი კლიენტების საჭიროებებისთვის. თუმცა კომპანიის ციფრული გარდაქმნებს მნიშვნელოვნად აფერხებდა უამრავი ქაღალდის დოკუმენტაციის არსებობა და მოძველებული ციფრული ტექნოლოგიები. თანამშრომელთა 4 თაობის ციფრული ტრანსფორმაციის დასახმარებლად კომპანია Crystal-მა Microsoft-თან ერთად Microsoft 365-ის დანერგვის პირველი ნაბიჯები ადაპტაციისადმი კარგად მოფიქრებული მიდგომებით განახორციელა. ციფრული გარდაქმნები მომზადების დონისა და ასაკის მიუხედავად ყველა თანამშრომელმა მიიღო, რამაც პროდუქტიულობაც აამაღლა და კლიენტებისა თუ თანამშრომლების კმაყოფილებაც გაზარდა.

კლიენტი

სააქციო საზოგადოება ფინანსური ორგანიზაცია “Crystal”
ვებ-გვერდი: crystal.ge
ქვეყანა: საქართველო
სფერო: საბანკო საქმე და კაპიტალის ბაზარი
შემკვეთის კატეგორია: მსხვილი (1,000 – 9,999 თანამშრომელი)

კლიენტის პროფილი

კომპანია Crystal წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში ფინანსური მომსახურებებისადმი წვდომას აფართოებს და ქმნის ინოვაციურ და სოციალურად დატვირთულ საფინანსო გადაწყვეტებს საკუთარი კლიენტების საჭიროებებისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები

Microsoft 365
Microsoft Office 365 adoption
Microsoft Teams
Power Automate
SharePoint
Yammer

  • კომპანია Crystal-ის შტატი 1000 კაცს შეადგენს, რომლებიც მთელ საქართველოში 100 000-ზე მეტ კლიენტს ემსახურებიან. თუმცა შიდა დოკუმენტების პროცესებზე ძლიერი დამოკიდებულება და მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად აფერხებდა ორგანიზაციის მიზნების მიღწევას – კორპორატიულ კლიენტებზე ორიენტირებული ციფრული გადაწყვეტების ოპერატიულ მიწოდებას.

    ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა თანამშრომელთა ჩართვის გზით

    თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით Crystal-მა Microsoft 365-ის მთელ ორგანიზაციაში დანერგვა გადაწყვიტა. გუნდმა აიტი-დირექტორის, ბექა ციცქიშვილის ხელმძღვანელობით Microsoft-ის პარტნიორის, SMART business-ის ლოკალურ წარმომადგენლებთან ერთად სამსაფეხურიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მონაწილეებს კომპანიის ყველა დონეზე მოიცავს, დაგეგმვიდან დაწყებული და დანერგვითა და მონიტორინგით დამთავრებული. «ჩვენ გამოვყავით თითოეული განყოფილების წამყვანი თანამშრომელი და გადავამზადეთ ისინი ციფრული ევოლუციის ლიდერებად, რომლებიც მოახდენენ პროცესების გაუმჯობესებისა და პრობლემების გადაწყვეტის ახალი იდეების გაზიარებას», – გვიხსნის ციცქიშვილი. ამასთან ერთად Microsoft-ი და SMART business-ი ტრენინგებსა და სემინარებსაც ატარებდნენ.
     
     

    პატარა, მაგრამ თავდაჯერებულ ნაბიჯებს დიდი ცვლილებები მოაქვს.

    დანერგვის მიმართ თანდათანობითმა, მაგრამ საფუძვლიანმა მიდგომებმა მხოლოდ გუნდები კი არ მოამზადა, არამედ კულტურული ცვლილებებიც მოახდინა და თანამშრომლებს უჩვენა, თუ როგორ ბუნებრივად ჩაეწერა მათ მუშაობაში Microsoft 365: SharePoint-ით, Power Automate-ით, Teams-ით, Yammer-ით და სხვა პროდუქტებით.

    Crystal-მა მოახერხა კომპანიის თანამშრომელთა ურთიერთკავშირის აქტივირება და 50 ფილიალსა და ორ სათაო ოფისს შორის მიმოსვლის ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. «ურთიერთობის სათანადო ინსტრუმენტების და ერთობლივი მუშაობის გარეშე კოლეგები ინფორმაციის გაცვლას რამდენიმე დღეს ანდომებდნენ, ხოლო ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას კი – რამდენიმე კვირას. დღეისათვის თანამშრომლები სულ მოვლენების კურსში არიან, მყისიერად იღებენ აქტუალურ ინფორმაციას იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად ათასობით შიდა შეტყობინება იგზავნება», – აღნიშნავს ციცქიშვილი. რამდენიმე ბიზნეს-პროცესი უკვე გაციფრულებულია SharePoint-ისა და Power Automate-ს მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულების ეფექტურობასა და პროდუქტიულობას.

    მიღების სიჩქარე და უკუკავშირი მუდმივად უმჯობესდება. «ჩვენ გამოვკითხეთ კოლეგები და 82%-მა აღნიშნა, რომ Microsoft 365 მათ ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ყველა სერვისს, პროგრამას და პირობას სთავაზობს», – ამბობს ციცქიშვილი. «თითქმის 94% თვლის , რომ მან ჩვენი კავშირის სისტემები გააუმჯობესა». მეტიც, გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით «ჩვენი თანამშრომლები ციფრული პროცესების გამოყენების შედეგად ყოველდღიურად საშუალოდ 45 წუთს ზოგავენ. პროცესებთან დაკავშირებული საქმიანობის ნაცვლად მათ შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ კლიენტებს». ორგანიზაციების შეფასებით, მგზავრობის ხარჯების, დროის ეკონომიისა და ალტერნატიული პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯების გათვალისწინებით წელიწადში 400 000 აშშ დოლარი იზოგება.

    ამჟამად ციცქიშვილი Microsoft 365-ის ბაზაზე სხვა პროექტების დანერგვასაც განიხილავს და რამდენიმე პროცესი უკვე გაციფრულების შემდგომ ეტაპზე აქვს დაგეგმილი. «Microsoft 365-თან ერთად განხორციელებულმა ციფრულმა გარდაქმნამ შეცვალა ჩვენი სამსახური. მან ხელი შეუწყო კულტურულ ცვლილებებს ჩვენ თანამშრომელთა შორის, რომლებისთვისაც სამუშაოს უფრო ეფექტურად შესრულება და კლიენტებისთვის უკეთესი სერვისის უზრუნველყოფა, როგორც წესი, ნამდვილი ბედნიერების წყაროა», – ასკვნის ციცქიშვილი.

     

    “Microsoft 365-თან ციფრულმა ტრანსფორმაციამ ჩვენი სამუშაო მთლიანად შეცვალა. ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი თანამშრომლების კულტურის უფრო მაღალ დონეზე აყვანას. ისინი მოხარულნი არიან, როდესაც სამუშაოს უფრო ეფექტურად ასრულებენ, მომხმარებლებს კი უკეთეს სერვისს სთავაზობენ.”

    Author's imageბექა ციცქიშვილიIT დირექტორი, Crystal

    SMART business-ის გადაწყვეტებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით,
    +995 599 30 54 55 ან გამოაგზავნეთ მოთხოვნა აქ.

  • გაიგეთ მეტი

    დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

    Share this content